იანვარში გამართულ პრადას ჩვენებაზე ჰოლივუდის არაერთი ვარსკვლავი ვიხილეთ, მათ შორის იყო ჯეფ გოლდბლუმიც. ჯეფმა აღნიშნული ჩვენება დახურა, აქედან გამომდინარე, მოსალოდნელი, ამასთანავე სასიამოვნო იყო მისი შემოდგომა/ზამთრის კამპანიაში ხილვაც. კამპანიისა და ჩვენებების გარდა, ის ახალი ფილმის, “Jurassic World: Dominion”-ის, პრემიერებზეც უჭერს მხარს პრადას.

დევიდ სიმსის ობიექტივში ასევე ვიხილეთ ოსკაროსანი რემი მალეკი და ამომავალი ვარსკვლავი დამსონ იდრისი.

Rami Malek © Prada

რემი მალეკს – “Amsterdam”-ის გადაღებები ეწყება. დევიდ ო. რასელის ფილმში ვიხილავთ: კრისტიან ბეილს, მარგო რობის, ანია ტეილორ-ჯოის, ზოი სალდანას და ჯონ დევიდ ვაშინგტონსაც. მანამდე კი მას ქრისტოფერ ნოლანის “Oppenheimer”-ის გადაღებები აქვს.

FX-ის სერიალის, “Snowfall”-ის, გმირი დამსონ იდრისის პოპულარობა საკმაოდ დიდი სისწრაფით იზრდება. WWD იუწყება, რომ მან შესაძლოა რიჩ პოლის როლი შეასრულოს მის შესახებ გადაღებულ ბიოგრაფიულ ფილმში. იანვარში ჯეფ გოლდბლუმთან ერთად პრადას ჩვენებაზე იდრისიც ვიხილეთ.

Damson Idris © Prada