პასტელური ფერები, იდეალური სიმეტრია და რომანტიკული განწყობა – ვეს ანდერსონის რეჟისურა ძალიან მოკლედ, შესაძლოა, სწორედ ასე დავახასიათოთ. ფილმის სეტები, კოსტიუმების მხატვრობა, კინოგრიმი – მის ფილმებში ყველა კომპონენტი განსაკუთრებულად სახასიათოა. ანდერსონი იმ მცირერიცხოვანი რეჟისორების კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებიც ყველა კადრს უნიკალური ხელწერით ქმნიან. უნდა ითქვას, რომ ანდერსონის შემოქმედებამ თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების ძალიან ბევრ ფორმაზე მოახდინა დიდი გავლენა. როცა მის ფილმებს ვუყურებთ, წინასწარ ვიცით, რომ ლოკაციები, რეკვიზიტები და ყველა დეტალი ერთ მთლიანობას ქმნის, რასაც ვეს ანდერსონის ესთეტიკა ჰქვია. მის ფილმებს გამოგონილ ზღაპრულ სამყაროში გადავყავართ, თუმცა , ეს რამდენიმე ფოტო დაგარწმუნებთ იმაში, რომ შესაძლოა რეალურ ცხოვრებაშიც ვიპოვოთ იდეალური ჰარმონია და წესრიგი. თვალი გადავავლოთ ფოტო ობიექტივით აღბეჭდილ რამდენიმე პეიზაჟს, რომლებსაც ნამდვილ სამყაროში ანდერსონის კინემატოგრაფიული რომანტიკა შემოაქვს.
რაჯასტანი, ინდოეთი. ფოტოს ავტორი: კრის შალკსი (Chris Schalkx).
ლისბონი, პორტუგალია. ფოტოს ავტორი: ჯეკ სპაისერ ადამსი (Jack Spicer Adams).

მარფა, ტეხასი. ფოტოს ავტორი: ემილი პრესტრიჯი (Emily Prestridge).

ოუშენსაიდი, კალიფორნია. ფოტოს ავტორი: პოლ ფუენტესი (Paul Fuentes).

ალასკა, ვრანგლერი. საფოსტო ოფისი. ფოტოს ავტორი უცნობია.

კელნი, გერმანია. ფოტოს ავტორი: ოლივერ შტოლცენბერგი (Oliver Stolzenberg).

პრაღა, ჩეხეთი. სასტუმრო “ოპერა”. ფოტოს ავტორი: ვალენტინა ჯეკსი (Valentina Jacks).

ახალი ზელანდია. უკაპიტუს ტბა. ფოტოს ავტორი: ფრიდა ბერგი.

ავსტრალია, გედების ტბა. ფოტოს ავტორი: ჯეიმზ ვანგი (James Wong)
