Met Gala-ს ყურებისას, რაღაც უჩვეულოს ხილვის მოლოდინში, მრავალი ადამიანი შესაძლოა იმედგაცრუებული დარჩენილიყო, სანამ Frank Ocean თავისი თმის ფერის შესაფერის მეგობართან ერთად წითელ ხალიჩაზე გამოჩნდებოდა. თავდაპირველად, კითხვები გაგვიჩნდა თუ ვინ იყო ბავშვი, ვისთან ერთადაც მუსიკოსს ღონისძიების სტუმრებს შორის მოვკარით თვალი, მალე მისი სახეც დავინახეთ.

ბავშვი, რომელიც ცოცხალი ადამიანი გვეგონა, სინამდვილეში მწვანე რობოტი აღმოჩნდა, რომელიც ნამდვილად მოგვევლინა უჩვეულო აქსესუარის სახით, თავისი მოძრაობითა და მომღიმარი სახით კი უცნაურ განცდას გვიჩენდა. როგორც Dazed-ის სტატიაშია ნავარაუდები, წლევანდელ Met Gala-ზე ფრენკმა შესაძლოა Elon Mask-ის და Grimes-ის შვილის, X AE A-XII-ის, ძიძობა ითავა.

© John Shearer/WireImage

წინა ღონისძიების მსგავსად, ფრენკმა ამჯერადაც პრადას სამოსი მოირგო, რომელსაც Cody-ს გარდა (რობოტი ბავშვის სახელი), DreamWorks-ის კეპი, წარწერით – “Dreamcore” და თავისი სამკაულების ახალი ბრენდის, Homer-ის, ყელსაბამი შეუხამა. რამდენიმე დღის წინ Homer x Prada-ს კოლაბორაციით შექმნილი კოლექცია გამოვიდა, რომელიც იტალიური ბრენდის სამ ცნობილ ნივთს: ანორაკს, ზურგჩანთასა და წელის ჩანთას, განახლებული სახით წარმოგვიდგენს.