მიუჩია პრადამ მიუ მიუს 2020 წლის რესორტ კოლექცია პარიზში წარადგინა. გასული სეზონის რესორტ შოუსგან განსხვავებით, პრადამ პარიზში ჩვენების ლოკაციად ჟოკეი კლუბი შეარჩია.
მიუჩიასთვის კოლექცია სთაილინგზე მორიგი სავარჯიშო იყო, რაც მეტწილად ქუდებში და ფეხსაცმელებში გამოიხატა.
ჯამში კოლექცია 51 ლუქისგან შედგებოდა.
მიუ მიუს ჩვენებები დატვირთულია ვარსკვლავური შემადგენლობით. სუპერმოდელებთან ერთად პოდიუმზე ცნობილ მსახიობებსაც ხშირად ვხედავთ. წლევანდელი სეზონი გამონაკლისი იყო.
“თუ რაღაც აუცილებლად უნდა ვთქვა, მაშინ ეს კონსერვატიზმთან, გლამურთან და მხიარულებასთან თამაშია. ზოგადად, კონსერვატიზმი ძალიან მაწუხებს.“ – მიუჩია პრადა.
კოლექციის ლინკი > Vogue.com/Miu Miu