დაჯილდოებების სეზონმა კულმინაციას მიაღწია. გუშინ ამერიკის კინოაკადემიამ გამარჯვებულები დაასახელა. ჰოლივუდის ყველაზე მნიშვნელოვან საღამოს ლოს-ანჯელესმა უმასპინძლა. ოსკარის 2020 წლის ნომინანტებს შორის კინო სამყაროს ყველაზე დიდი ვარსკვლავები იყვნენ. გამარჯვებულების დასახელებასთან ერთად, საღამოს ამაღელვებელი ნაწილი წითელი ხალიჩა და ვარსკვლავების მოდური გადაწყვეტილებებია. მიუხედავად იმისა, რომ მათი უმრავლესობა ძალიან პროგნოზირებადია, როდესაც საქმე ჩაცმის სტილს ეხება, წითელი ხალიჩის ლუქების თვალიერება და შეფასება მოსაწყენი არასდროს არის.
ოსკარის 2020 წლის გამარჯვებულები, ხოაკინ ფენიქსი, რენე ზელვეგერი და ბრედ პიტი სტელა მაკარტნის, არმანის და ბრიონის ლუქებით გამოჩნდნენ.
მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის ჯილდო Laura Dern – ს გადაეცა. ლორაც, როგორც ზელვეგერი, წითელ ხალიჩაზე არმანის კაბით პოზირებდა.
დაჯილდოების მუსიკალურ შემსრულებლებს შორის იყო 18 წლის მომღერალი, ბილი აილიში, რომელიც წითელ ხალიჩაზე შანელის ლუქით ვიხილეთ.
დაჯილდოების გახმაურებულ კაბებში მოხვდა Janelle Monáe-ს რალფ ლორენი. მას შემდეგ, რაც მომღერალი რალფ ლორენის 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის შოუზე შემსრულებლად იყო მიწვეული, გაკვირვებას არ იწვევს ფაქტი, რომ ოსკარის დაჯილდოებაზეც რალფ ლორენით შეიმოსა.
რუნი მარა თავისი სტილის ერთგული რჩება. მსახიობი წითელ ხალიჩაზე სარა ბარტონის მიერ შექმნილი ალექსანდრ მაკქუინის კაბით გამოჩნდა.
შანელის ამბასადორები, პენელოპე კრუზი და მარგო რობი შანელის შავი კაბებით შეიმოსნენ.
წითელ ხალიჩაზე ვარსკვლავი სახეებით შანელს არ ჩამოუვარდა დიორი. ფრანგულმა მოდის სახლმა შარლიზ თერონი და ნატალი პორტმანი შემოსა. ნატალის კაბას იმ ქალი რეჟისორების გვარები ამშვენებდა, რომლებიც ოსკარის ნომინანტებში ვერ მოხვდნენ.
Marriage Story -ში და Jojo Rabbit-ში შესრულებული როლებისთვის სკარლეტ იოჰანსონი დაჯილდოებების სეზონის ერთ-ერთი ვარსკვლავია. სკარლეტი ოსკარის წითელ ხალიჩაზე ოსკარ დე ლა რენტას ლუქით გამოჩნდა.
წლევანდელ ოსკარს ედი სლიმანის სელინის გარეშე არ ჩაუვლია.
Brie Larson in Celine !
2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის ოტ კუტიურ მოდის კვირეული 2 კვირის წინ დასრულდა. წითელ ხალიჩაზე ვალენტინოს უახლესი ოტ კუტიური Caitriona Balfe -მ წარადგინა.
გუჩის ერთგულია Saoirse Ronan. მსახიობი ოსკარის 2020 წლის დაჯილდოებაზეც ალესანდრო მიკელეს გუჩით შეიმოსა.
ხოაკინ ფენიქსი არ ყოფილა ერთადერთი დიდი ვარსკვლავი, რომელთანაც სტელა მაკარტნიმ ითანამშრომლა.
Olivia Colman in Stella McCartney !
Zazie Beetz – მა ყურადღება თომ ბრაუნის შავი ლუქით მიიქცია!
მამაკაცი ვარსკვლავების ჩაცმულობა ერთფეროვანი იყო, თუ ტიმოტი შალამეს არ ჩავთვლით. ჰოლივუდის ახალგაზრდა ვარსკვლავი წითელ ხალიჩაზე მოულოდნელი არჩევანით, პრადას სამოსით გამოჩნდა. დანარჩენებმა იმ ბრენდების კლასიკურ ტანსაცმელს მიანიჭეს უპირატესობა, რომლებსაც ტრადიციულად იცვამენ: არმანი, დიორი, სან ლორანი, დოლჩე & გაბანა, ტომ ფორდი.
Antonio Banderas in Dior
Rami Malek in Saint Laurent
Leonardo DiCaprio in Armani
Robert De Niro & Al Pacino in Armani
Tom Hanks in Tom Ford
Keanu Reeves in Dolce & Gabbana