საკულტო სატელევიზიო შოუ FRIENDS-ის გამოსვლიდან 25 წელი გავიდა. ამ თარიღის აღსანიშნავად რალფ ლორენმა Warner Bros-თან თანამშრომლობით სერიალის ერთ-ერთი პერსონაჟის, ჯენიფერ ენისტონის შესრულებული რეიჩელ გრინის შთაგონებით “Wear to Work” კოლექცია გამოუშვა.
ათ სეზონიან სერიალში რეიჩელ გრინი ხუთი წლის განმავლობაში სწორედ რალფ ლორენის კომპანიაში მუშაობს. მრავალ ცნობილ სახესთან ერთად შოუში პატარა როლი რალფს თავადაც აქვს შესრულებული.
“კოლექცია იმ როლს აღნიშნავს, რომელიც ბრენდს სერიალში ჰქონდა,” – განაცხადა რალფ ლორენმა. “”მეგობრებმა” დაამტკიცა, რომ მაყურებლებისთვის უკვე 25 წელია საყვარელ სერიალად რჩება, ეს კოლექცია კი რალფ ლორენის იმ მარადიულ სტილს და არქეტიპებს ასახავს, რომლებიც თანამედროვე მომუშავე ქალს შეეფერება.”
რალფმა რეიჩელის კიდევ ერთ დამსაქმებელთან, Bloomingdale’s-თან ითანამშრომლა. ბლუმინგდეილსის შერჩეულ მაღაზიებში შოუს ყველაზე დასამახსოვრებელი სივრცეების ინსტალაციები მოეწყობა, მათ შორის იქნება Central Perk-ის რეპლიკა.
კოლექციის შეძენა შესაძლებელია როგორც შერჩეულ მაღაზიებში, ისე ონლაინ ralphlauren.com – ზე.