პრადა მამაკაცის კოლექციას შანხაიში წარადგენს

იტალიური მოდის სახლი პრადა მამაკაცის კოლექციას მილანის ნაცვლად შანხაიში წარადგენს.  მამაკაცის გაზაფხული/ზაფხული 2020 კოლექციის ჩვენება 6 ივნისს გაიმართება.  ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრადას აქციების ფასი რეკორდულად დაეცა, კომპანია კი ვითარების გამოსწორებას მომხმარებლისთვის ახალი და ორიგინალური გამოცდილების შეთავაზებით ცდილობს. ჩინეთის ბაზარი კომპანიებისთვის შეოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა, რადგან ფუფუნების საგნების მყიდველთა მესამედი სწორედ ჩინელები არიან.

Prada fall/winter 2019

‘’ჩინეთს ყოველთვის მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა პრადას წარმოსახვაში: უფრო კონკრეტულად კი შანხაის და მის მდიდარ კულტურას. შანხაის ინდივიდუალურობა და დამოკიდებულება, მისი დინამიური შერწყმა წარსულის და აწმყოსი, ძველის და ახლის, ყოველთვის ინტერესის სფეროს წარმოადგენდა’’ – განაცხადა მიუჩია პრადამ.

კლერ უაით კელერი, პიერპაოლო პიჩოლი და პატ მაკგრათი “თაიმის” 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დასახელდნენ

ჟივანშის კლერ უაით კელერი, ვალენტინოს პიერპაოლო პიჩოლი და ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ვიზაჟისტი, პატ მაკგრათი თაიმსის 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის მოხვდნენ.

‘’ჩემთვის უდიდი პატივია ასეთ გამოჩენილ ადამიანებს შორის დასახელება’’- განაცხადა კლერ უაით კელერმა, რომელიც ჟივანშის კრეატიული ხელმძღვანელია 2017 წლიდან. კელერის ამ სიაში ნახვა არ უნდა გაგვიკვირდეს, რადგან მან სასექსის ჰერცოგინიის, მეგან მარკლის, საქორწინო კაბა შექმნა.

კლერ უაით კელერი

რაც შეეხება პიერპაოლოს, დღეს ის მოდაში ერთ-ერთ წამყვან შემოქმედებით ძალას წარმოადგენს. სიაში მოდიდან ასევე მოხვდა ონლაინ პლატფორმის Rent the runway-ის დამფუძნებელი Jennifer Hyman. სრული სია

ვალენტინოს შემოსავლის ზრდა შენელებას იწყებს

2018 წლის ბოლოს იტალიური ბრენდის, ვალენტინოს, შემოსავალმა დაახლოებით 1,2 მილიარდ ევროს მიაღწია. მიუხედავად ამისა, მისი შემოსავალი ნაკლები პროცენტით გაიზარდა წინა წლებთან შედარებით. როგორც ბრენდის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა  განაცხადა, ბრენდს შემოსავლის ზრდასთან დაკავშირებით ამბიციური გეგმები აქვს.

Valentino A/W18 Haute Couture

ირინა შეიკი ჟან პოლ გოტიეს სუნამოს სახეა

რუსი ტოპ მოდელი ირინა შეიკი ჟან პოლ გოტიეს სუნამოს ‘’Scandal’’ სახეა. გავრცელდა სუნამოს 30 წამიანი სარეკლამო რგოლი:

მოსკინომ Sims-თან თანამშრომლობით კოლექცია შექმნა

იტალიურმა მოდის სახლმა მოსკინომ ვიდეოთამაშ The Sims-თან კოლაბორაციით კაფსულა კოლექცია შექმნა. კოლექცია მოიცავს: ზედებს, კაბებს, შარვლებს, ქვედაბოლოებს, საცურაო კოსტიუმებს, სმარტფონების ჩასადებებს, ჩანთებს, ქოლგებსა და სამკაულებს. მოსკინომ სეფორასთან თანამშრომლობაც დაანონსა. კოლექცია სასკოლო პროდუქტებს მოიცავს, მათ შორის საშლელებს და მარკერებს. კოლექცია ხელმისაწვდომი 25 აპრილიდან იქნება.

Moschino x The Sims კამპანიის ფოტოები