7 თებერვალს, ფლორიდაში, Raymond James Stadium – ზე, პროფესიონალურ ამერიკულ ფეხბურთში ეროვნული საფეხბურთო ლიგის ჩემპიონატის ფინალი, ე.წ. Super Bowl გაიმართა. ფინალში ერთმანეთს Chiefs და Buccaneers დაუპისპირდნენ. თამაში Buccaneers – ის გამარჯვებით დასრულდა, რომლის მთავარ სახედ ამერიკული ფეხბურთის ერთ-ერთი ვეტერანი, ტომ ბრედი გვევლინება.
გუშინდელი გამარჯვებით, ტომ ბრედიმ კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა, ის პირველია, ვინც ამერიკული ფეხბურთის სუპერთასის ჩემპიონი მეშვიდედ გახდა.

თამაშს ესწრებოდნენ ტომის ოჯახის წევრები, სუპერმოდელი მეუღლე, ჟიზელ ბუნდჩენი შვილებთან ერთად. ჟიზელი და ბრედი ერთმანეთს 2006 წელს შეხვდნენ, 2009 წელს, კალიფორნიაში იქორწინეს. მას შემდეგ, ბუნდჩენი აქტიურად ჩნდება ამერიკული ფეხბურთის სუპერთასის თითქმის ყველა მნიშვნელოვან თამაშსა და ღონისძიებაზე.

