„1997 წელს 40 კასტინგზე ვიყავი და ალექსანდრ მაკქუინი იყო ერთადერთი დიზაინერი, რომელმაც ამიყვანა. კასტინგი ძალიან კარგად მახსოვს, მაკქუინმა დაუჯერებელი სიმაღლის ქუსლები მომაწოდა და მხოლოდ ერთი რამ მითხრა: ‘გაიარე!’ გავიარე და ამიყვანა. ჩვენების დღემდე არ ვიცოდი პოდიუმზე რა უნდა მცმოდა. როდესაც შოუზე მივედი , აღმოჩნდა, რომ ფაქტობრივად არაფერი მაცვია – მითხრეს, რომ შიშველი უნდა ვიყო.
მე კარგი გოგო ვიყავი, გოგო, რომელსაც ეშინოდა, რომ თუ მშობლები ამ ფოტოებს ნახავდნენ , ცხოვრების ბოლომდე არ აპატიებდნენ. მეგონა ჩვენების შემდეგ, მშობლები დამირეკავდნენ და მეტყოდნენ: „შენი მოდელობა მორჩა, სახლში დაბრუნდი!“ მაგრამ მთელი სეზონის განმავლობაში, ეს ერთადერთი შოუ იყო, რომლისთვისაც ამიყვანეს და უარის თქმაც არ მინდოდა, რადგან ეს კარიერაზე უარის თქმას უდრიდა. არ ვიცოდი რა მექნა, ინგლისურად კარგად ვერ ვსაუბრობდი, ტირილი დავიწყე.
ვიზაჟისტმა შეამჩნია, რომ ვტიროდი და მითხრა: ‘არ ინერვიულო, რამეს მოვიფიქრებ,’ მან წელს ზემოთ თეთრად დამახატა, თავი უფრო დაცულად რომ მეგრძნო, მაგრამ მაინც გამიჭირდა. ჩვენებაზე ტირილი დავიწყე და მაკიაჟი ჩამომეშალა, თუმცა ყველას ეგონა, რომ წვიმის ბრალი იყო, სინამდვილეში, პოდიუმზეც ვტიროდი.
მას შემდეგ, 700-ზე მეტ ჩვენებაზე გამოვედი, მაგრამ დღემდე, ეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი შოუა. მაკქუინის ჩვენებით დაიწყო ჩემი საერთაშორისო კარიერა,“ – ჟიზელ ბუნდჩენი.