“შენ ჩემი შთაგონება ხარ!” – მიმართა ოლივიე რუსტანმა ლეგენდარულ ჟან პოლ გოტიეს ჩვენების დასრულების შემდეგ. ოლივიე გახდა მესამე დიზაინერი, რომელმაც გოტიეს ექსპერიმენტული ფორმატის ფარგლებში ოტ-კუტიურ კოლექცია წარადგინა.
![](https://fashionholicsonline.com/wp-content/uploads/2022/12/white-1-1.png)
![](https://fashionholicsonline.com/wp-content/uploads/2022/12/Baner-internet-1-9-1024x127.jpg)
![](https://fashionholicsonline.com/wp-content/uploads/2022/12/white-1-1.png)
ჩვენი მკითხველისთვის უკვე კარგად ცნობილია, რომ მას შემდეგ, რაც ლეგენდარულმა დიზაინერმა კუტიურ სამყარო ოფიციალურად დატოვა, მან მოდას ახალი ფორმატი შესთავაზა. ყოველ სეზონზე, გვეძლევა შანსი, Jean Paul Gaultier-ის ბრენდის ქვეშ, სხვადასხვა დიზაინერის მიერ შექმნილი კოლექციები ვიხილოთ. გოტიემ ამჯერად ბალმანის მოდის სახლის კრეატიული დირექტორი – ოლივიე რუსტანი მიიწვია.
ჟან პოლ გოტიე 2022 წლის შემოდგომა/ზამთარი – ოტ კუტიური
![](https://fashionholicsonline.com/wp-content/uploads/2022/07/00001-jean-paul-gaultier-fall-2022-couture-credit-gorunway-683x1024.webp)
![](https://fashionholicsonline.com/wp-content/uploads/2022/07/00002-jean-paul-gaultier-fall-2022-couture-credit-gorunway-683x1024.webp)
![](https://fashionholicsonline.com/wp-content/uploads/2022/07/00004-jean-paul-gaultier-fall-2022-couture-credit-gorunway-683x1024.webp)
58 კოსტიუმისგან შემდგარი კოლექცია მამაკაცის ლუქებით გაიხსნა. პროგნოზირებადია, თუმცა სასიამოვნოც, რომ ოლივიემ პირველი ლუქების შთაგონებად გოტიეს 1994 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია გამოიყენა. შოუ, რომელიც ისტორიაში „ტატუების“ სახელწოდებით შევიდა, გასული საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნამუშევარია.
![](https://fashionholicsonline.com/wp-content/uploads/2022/07/00015-jean-paul-gaultier-fall-2022-couture-credit-gorunway-683x1024.webp)
შეგვიძლია ვთქვათ, რომ ოლივიემ ოსტატურად შეძლო საკუთარი ხელწერის ბრენდის იდენტობასთან დაბალანსება.