პრინცი ჰარი და მეგან მარკლი კიდევ ერთი ცნობილი ციფრული მედიაპლატფორმის პარტნიორები ხდებიან. წყვილის მეირ დაარსებულმა კომპანია Archewell Audio-მ, მსფლიოში წამყვან აუდიო სტრიმინგ სერვის Spotify-თან ექსკლუზიური მრავალწლიანი კონტრაქტი გააფორმა. თანამშრომლობის ფარგლებში, ჰარი და მეგანი სტრიმინგ სერვისზე პოდკასტების სერიას შექმნიან. პოდკასტი, რომლის პროდიუსერები და წამყვანები თავად იქნებიან, 2021 წელს დაიწყება, თუმცა პირველი სპეციალური ეპიზოდი 2020 წლის დეკემბერში, საშობაო პერიოდში გამოქვეყნდება. როგორც ცნობილია, პოდკასტის პირველი ეპიზოდი წლის ერთგვარ შეჯამებას შესთავაზებს მსმენელს.

აქვე შეგახსენებთ, რომ 3 თვის წინ, ჰარიმ და მეგანმა Netflix-თანაც გააფორმეს კონტრაქტი. შედეგად, ვარსკვლავურმა წყვილმა, საპროდიუსერო კომპანია დააფუძნა, რომელიც დოკუმენტურ და მხატვრულ ფილმებს, სერიალებს და საბავშვო პროგრამებს გამოუშვებს. მათი ექსკლუზიური ჩვენების უფლება კი სწორედ Netflix-ს ექნება.