ჩვენი ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წყვილი, პრინცი ჰარი და მეგან მარკლი მეორე შვილის დაბადებისათვის ემზადებიან. ინფორმაცია ოჯახის პრესმდივანმა ოფიციალურად გაავრცელა. სიახლის დაანონსებასთან დაკავშირებით, წყვილმა შავ-თეთრი ფოტოც გამოაქვეყნა. უინძორების კიდევ ერთი შთამომავლის სქესს მომავალი მშობლები არ ასაჯაროებენ. კომენტარი გაავრცელა ბრიტანეთის სამეფო ოჯახის პრესმდივანმაც, რომელმაც მეგანს და ჰარის ოფიციალურად მიულოცა. როგორც თავად მეგან მარკლი და პრინცი ჰარი აღნიშნავენ, ეს ამბავი მათთვის უდიდესი სიხარულის მომტანია. შეგახსენებთ, 2020 წელს მეგანმა მედიასთან საუბრისას თქვა, რომ მეორე შვილზე იყო ორსულად თუმცა ნაყოფი ვერ შეინარჩუნა.

მეგან მარკლი და პრინცი ჰარი 2018 წელს დაქორწნინდნენ. სამეფო ქორწილი 19 მაისს გაიმართა. 2019 წლის მაისში, სამეფო ოჯახის წარმომადგენლებს პირველი ვაჟი – არჩი შეეძინათ. შვილის გაჩენიდან რამდენიმე თვეში, ჰარიმ და მეგანმა უარი თქვეს სამეფო პრივილეგიებსა და წოდებაზე, დატოვეს სასახლე და შეერთებულ შტატებში გადავიდნენ საცხოვრებლად. ამის შემდეგ, მათ საკუთარი საპროდუქიო კომანია დააარსეს და თანამშრომლობის ხელშეკრულებები გააფორმეს ისეთ პლატფორმებთან, როგორებიც არის: Netflix, Spotify, Disney. 2020 წლის ბოლოს კი, პოდკასტების სერიაც დაანონსეს, რომლის პირველი ეპიზოდი საახალწლო სადღესასწაულო პერიოდში გამოქვეყნდა.