დღესდღეობით ჯიმი ჩუ ცნობილი და პოპულარული ბრენდია, რომელსაც სელებრითებიდან სამეფო ოჯახის წარმომადგენლებამდე, ყველა იცვამს. თუმცა, ყველაფერი სამეფო ოჯახის ერთი კონკრეტული წარმომადგენლით დაიწყო.
1997 წლის ივნისში, პრინცესა დიანა Royal Albert Hall-ს გედების ტბის სანახავად ეწვია. ქეთრინ უოკერის ცისფერ კაბასთან, ლედი დის ღია ლაჟვარდისფერი ჯიმი ჩუს ფეხსაცმელი ეცვა. “ჩვენთვის ყველაფერი ამით დაიწყო”, ამბობს ბრენდის კრეატიული დირექტორი, სანდრა ჩოი.


ბევრისთივის ცნობილი არ არის, თუმცა ჯიმისა და დიანას შორის მეგობრობა ჯერ კიდევ 1990-იანი წლების დასაწყისში ჩამოყალიბდა და დიზაინერი დიანას ხშირად კენსინგტონის სასახლეშიც სტუმრობდა. ჩუ დიანასთვის ყოველთვის სპეციალურად კერავდა მოდელებს, “ეს სტანდარტული პრაქტიკა იყო,” – ამბობს ჩოი, “როდესაც დიზაინერი ოტ კუტიურ სამოსს გიკერავს, ფეხსაცმლის დიზაინერი სამოსთან იდეალურად შეხამებულ ფეხსაცმელს ქმნის.”



დიანასთვის შექმნილი ფეხსაცმლის ქუსლის სიმაღლე წლების განმავლობაში, გაიზარდა, ისევე, როგორც მისი თავდაჯერებულობა. სწორედ ამიტომ, მისი ფეხსაცმელები, 90-იანი წლების მეორე ნახევარში, ბევრად უფრო დიდ ყურადღებას იქცევდა, ვიდრე მანამდე. ლაჟვარდისფერი ქუსლიანი ფეხსაცმელი დასამახსოვრებელი გამოდგა, ისევე, როგორც მთლიანი ლუქი და დიანას უკანასკნელი ვიზიტი Royal Albert Hall-ში. “როგორც იტყვიან, დანარჩენი ისტორიაა,” სანდრა ჩოის თქმით, სწორედ ეს ფეხსაცმელი გახდა გარდამტეხი მომენტი ბრენდის ისტორიაში.