1989 წელს, როდესაც პრინცესა დაიანა პირველად აღმოჩნდა პატრიკ დემარშელიეს ობიექტივში, ფრანგი ფოტოგრაფი უკვე საკმაოდ წარმატებული იყო. ამას მოწმობს ისიც, რომ დაიანა პატრიკის შემოქმედებას ჟურნალ Vogue-იდან გაეცნო.
ლედი დი იმდენად მოხიბლული დარჩა დემარშელიეს ფოტოგრაფიით, რომ მასთან თანამშრომლობის ინიციატივა თავად გამოიჩინა. სწორედ ასე გახდა პატრიკ დემარშელიე ბრიტანეტის სამეფო ოჯახის პირველი არაბრიტანელი ფოტოგრაფი.
1990-იანი წლების ყველაზე ცნობილ ქალთან კოლაბორაციამ ფრანგი ფოტოგრაფის პოპულარობა მკვეთრად გაზარდა. თითქმის ნახევარი საუკუნის შემდეგ, ლედი დი, ლეგენდარული ფოტოგრაფის შემოქმედებაში, კვლავ გამორჩეულ ადგილს იკავებს.