დემნა გვასალია მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვან წითელ ხალიჩაზე არ გვინახავს, თუმცა მეტ გალა არ ყოფილა ერთადერთი დიდი საღამო, რომელიც გვასალიამ გამოტოვა. გუშინ პრატ ინსტიტუტში ქართველ დიზაინერს “Creative Spirit Award” წარუდგინეს. WWD – ის ინფორმაციით, დემნამ ვერ მოახერხა ნიუ-იორკში ჯილდოს მისაღებად ჩასვლა. 2018 წლის დეკემბერში, ლონდონში გვასალია წლის აქსესუარების საუკეთესო დიზაინერად დაასახელეს, დემნამ მაშინაც ვერ შეძლო ლონდონში ჩასვლა. ლონდონში კარინ როიტფელდი გაგზავნა თავისი სახელით, ხოლო პრატ ინსტიტუტში სტუდენტებს სწავლა დაუფინანსა. ჯილდოს საპასუხოდ ბალენსიაგამ პრატის 2 აფროამერიკელ სტუდენტს სასწავლო გრანტი შესთავაზა.
პრატის ინსტიტუტი 1887 წელს დაფუძნდა ჩარლზს პრატის მიერ და დღესდღეობით ამერიკის წამყვან სასწავლებლებს შორის საპატიო ადგილს იკავებს.