ბალენსიაგა LGBTQ + პრაიდის თვისთვის ახალ კაფსულა კოლექციას უშვებს. მისი შეძენა შესაძლებელი იქნება ივნისის თვეში და მოიცავს: ჰუდებს, მაისურებს, საცვლებსა და ბეისბოლის კეპებს.

კოლექციის ნაწილი უკვე ვიხილეთ მოდის სახლის 2021 წლის ზამთრის კატალოგში – ერთ-ერთი იყო ვარდისფერი ჰუდი, წარწერით Gay.

“მე გეი ვარ. ისეთ საზოგადოებაში გავიზარდე, რომელშიც მას ვერ ჩავიცვამდი, მსოფლიოში კი ისევ არსებობს ადგილები, სადაც ეს დღესაც დაუშვებელია,” – განაცხადა ბალენსიაგას ქართველმა კრეატიულმა დირექტორმა დემნა გვასალიამ Vogue-სთან ინტერვიუში. “მნიშვნელოვანია ჰომოფობიას შევებრძოლოთ. მე არ ვარ ადამიანი, ვინც ქუჩაში გადის და ყვირის. მაგრამ, რასაც მე ვაკეთებ, პოლიტიკური მოდის აქტივიზმია.”

Pride კაფსულა კოლექციის გაყიდვიდან მიღებული შემოსავლის 15% The Trevor Project-ს გადაერიცხება, რითაც ორგანიზაცია შეძლებს დამატებითი რესურსები მოახმაროს თავის მისიას, რაც LGBTQ ახალგაზრდებში სუიციდის მაჩვენებლის შემცირებას გულისხმობს.