სოფია რიჩი ტანსაცმლის ხაზს უშვებს

სოფია რიჩი ტანსაცმლის ხაზს ‘’Sofia Stone’’ უშვებს. როგორც ცნობილია კოლექცია 12 ნივთს მოიცავს და 30 აგვისტოს ჩაეშვება გაყიდვაში. კოლექციაში ვხვდებით ბოდეებს, ტოპებს, ველვეტის მაღალ წელიან შარვლებსა და კოსტიუმებს. ნებისმიერი ტანსაცმლის ფასი კი $80-ზე ნაკლები იქნება.

პუმას გაყიდვები იზრდება

როგორც პუმას წარმომადგენლებმა განაცხადეს, 2019 წლის პირველ სამ თვეში თავიანთი გაყიდვების რეკორდი მოხსნეს. გერმანული სპორტული სამოსის ბრენდი უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე მისი ყველაზე დიდი კონკურენტი ადიდასი და ბაზრის ლიდერი ნაიკი.

ბალენსიაგა YouTube-ზე ვიდეო სერიებს აქვეყნებს

ყოველთვიურად ბალენსიაგა YouTube-ზე ‘’Loop’’ ვიდეოებს გამოუშვებს, რომელიც მუსიკასა და ხელოვნებას აერთიანებს. ეს ყველაფერი კი სხვადასხვა არტისტებთან თანამშრომლობით განხორციელდება. ვიდეოებში ბალენსიაგას კოლექციებიდან სხვადასხვა ნაწილებსაც ვიხილავთ, მაგალითად, პირელ ვიდეოში ბრენდის მთლიანი ლუქია დემონსტრირებული ქალის Spring/Summer 2019 კოლექციიდან, ხოლო მეორე ვიდეოში კი ბალენსიაგას Track ბოტასებს ვხვდებით. პირველი ვიდეოსთვის ბრენდმა Max Guther-თან ითანამშრომლა, ხოლო მეორე ვიდეოსთვის კი Max de Waard-თან.

ეტრო მილანის მამაკაცის მოდის კვირეულს ივნისში დაუბრუნდება

ეტროს მოდის სახლი მილანის მამაკაცის მოდის კვირეულს ივნისში დაუბრუნდება. გასული 3 სეზონის განმავლობაში ბრენდი მხოლოდ პრეზენტაციების სახით წარადგენდა კოლექციებს. როგორც ცნობილია ჩვენება 16 ივნისს გაიმართება

‘’ვაანონსებთ, რომ ეტროს მამაკაცის კოლექცია შოუს სახით მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში გაიმართება’’ – წერია ეტროს პრეს განცხადებაში.

Etro menswear Fall 2019

პრადა სამკაულის ხაზს უშვებს

პრადას მოდის სახლს სამკაულების ხაზი დაემატება. ბრენდი აქამდე ბიჟუტერიის სამკაულებს უშვებდა, ახალი კოლექცია კი მხოლოდ ოქროს მოიცავს. კოლექცია გაყიდვაში მაისში ჩაეშვება და ხელმისაწვდომი პრადას მაღაზიებსა და ონლაინ საიტებზე იქნება. კოლექცია საყურეებს, სამაჯურებს, გულსაკიდებსა და ყელსაბამებს აერთიანებს, მათი ფასები კი 580-4000 ევროს შორის მერყეობს.

ოქროს გულსაკიდი პრადას სამკაულის კოლექციიდან – Prada

Coach პოდკასტების სერიებს გამოუშვებს ცნობილი ადამიანების მონაწილეობით

ამერიკულმა ბრენდმა Coach-მა პირველი პოდკასტი სელენა გომეზთან ერთად ჩაწერა. პოდკასტების სერიას “Dream It Real” ეწოდება და შეიქმნა, როგორც ბრენდმა განაცხადა, ‘’შემდეგი თაობის მხარდასაჭერად, რომ მათ შეძლონ იმ მომავლის შექმნა, რომელიც იციან რომ შესაძლებელია’’. სერიებში მწერალი და რედაქტორი Heben Nigatu მოწვეულ სელებრითებს როგორც პირად, ისე სამომავლო ოცნებებზე დაელაპარაკება. მეორე სერიაში მსახიობი და პროდიუსერი Michael B. Jordan ისაუბრებს სიმამაცეზე, ხოლო მესამე სერიაში კი სტუმრები იქნებიან ‘’სამეფო კარის თამაშების’’ მეისი უილიამსი და Ben Platt. შეგახსენებთ გომეზი Coach-თან 2016 წლიდან თანამშრომლობს, ხოლო ჯორდანი ამ წლის დასაწყისში ბრენდის მამაკაცის ხაზის სახედ დასახელდა.

Selena Gomez Spring 2018 Coach Campaign

ტალიტა ვონ ფურშტენბერგი ოჯახურ ბიზნესს თავისი ბრენდით უერთდება

დაიან ვონ ფურშტენბერგის 19 წლის შვილიშვილი, ტალიტა ფურშტენბერგი საკუთარ ბრენდს უშვებს სახელად ‘’TVF for DVF’’. როგორც ტალიტამ განაცხადა დიდი ხანი ელოდა როდის შეძლებდა ამ ნაბიჯის გადადგმას და ახლა კი ოცნება აუხდა. TVF კაფსულა კოლექცია კაბებს, ზედებს მოიცავს და ტალიტას თანატოლების გარდერობისთვის არის შესაფერისი.

‘’6 წლიდან ვეკითხებოდი ბებიას თუ შეიძლებოდა რომ TVF for DVF შემექმნა. ყოველთვის მინდოდა ამის გაკეთება’’ – განაცხადა ტალიტამ ვოგთან საუბრისას.

TVF for DVF
Photo: Courtesy of Diane von Furstenberg