გაზაფხულზე პოპულარული სერიალების ახალი სეზონები გამოდის. მღელვარება მოდური ჟურნალების ყდებზეც შეიმჩნევა. ამერიკული მერი ქლეარის მაისის ნომრის ყდაზე 3 მსახიობი ქალი დაიბეჭდა: Sandra Oh, Thandie Newton, Elisabeth Moss ტომას უაითსაიდის ობიექტივში პოზირებენ.

US Marie Claire May 2019

სერიალ Killing Eve -ს მთავარი გმირი ბრიტანული ელის მაისის ნომრის ყდაზეა. მსახიობს პრადას სამოსი აცვია, ედითორიალში -დიორი, ბალენსიაგა და სხვა ცნობილი ბრენდები.

UK Elle May 2019 – Jodie Comer by Mariana Maltoni




ბრიტანული ჰარპერს ბაზარის ახალი ნომრის ყდაზე სამეფო კარის თამაშების სანსა სტარკია. სოფი ტერნერი რიჩარდ ფიბსის ობიექტივში პოზირებს.

მსახიობებს არც მომღერლები ჩამოუვარდებიან. გავრცელდა ამერიკული ჰარპერს ბაზარის ყდაც, რომელსაც რიანა ამშვენებს.

მომღერალი ამშვენებს ამერიკული ელის 2019 წლის მაისის ნომერსაც. დუა ლიპა ყდაზე შანელის სამოსით პოზირებს.

US Elle May 2019 – Dua Lipa by Carin Backoff