ფრანგულმა მოდის სახლმა 2021 წლის გაზაფხული/ზაფხულის კამპანიის სახედ მონაკოს სამეფო ოჯახის წევრი და ლეგენდარული მსახიობის, გრეის კელის შვილიშვილი, შარლოტა კაზირაგი დაასახელა. სიახლე 2020 წლის მიწურულს გავრცელდა. შარლოტა შეუერთდა Chanel -ის საერთაშორისოდ აღიარებულ სახეებს, როგორებიც არიან: ნიკოლ კიდმანი, კრისტენ სტიუარტი, ბრედ პიტი, მარიონ კოტიარი, ჟიზელ ბუნდჩენი, კირა ნაითლი და ა.შ.

ცნობილია, რომ გარდა სარეკლამო კამპანიებისა, შარლოტა ბრენდის შემოქმედებით დირექტორთან, ვირჯინია ვიარდთან ერთად, წარადგენს ახალ პროექტს, სახელწოდებით: “ლიტერატურული შეხვედრები რუ კამბონზე”, რომელიც მიეძღვნება გაბრიელ შანელისა და კარლ ლაგერფელდის სიყვარულს ლიტერატურის მიმართ.

პირველი ფოტოები Chanel -ის 2021 წლის გაზაფხული/ზაფხულის კამპანიიდან, რომელსაც კაზირაგი უწევს რეკლამას, რამდენიმე საათის წინ გავრცელდა. ფოტოგრაფები გახლავთ Inez van Lamsweerde და Vinoodh Matadin.

Charlotte Casiraghi
Chanel გაზაფხული/ზაფხული 2021
Charlotte Casiraghi
Chanel გაზაფხული/ზაფხული 2021
Charlotte Casiraghi
Chanel გაზაფხული/ზაფხული 2021
Charlotte Casiraghi
Chanel გაზაფხული/ზაფხული 2021
Charlotte Casiraghi
Chanel გაზაფხული/ზაფხული 2021
Charlotte Casiraghi
Chanel გაზაფხული/ზაფხული 2021