ვიქტორია ბექჰემი ეკოლოგიურად მდგრად სილამაზის ხაზს უშვებს
ვიქტორია ბექჰემი ეკოლოგიურად სუფთა სილამაზის ხაზს გამოუშვებს, რომლის დებიუტი სექტემბერში ლონდონის მოდის კვირეულზე იგეგმება. მიუხედავად ამისა, Victoria Beckham Beauty ნიუ-იორკში იქნება დაფუძნებული. ვიქტორიამ სილამაზის ხაზის გამოშვება ჯერ კიდევ თებერვალში დაანონსა.
კელვინ კლაინმა ახალი კამპანიის გამო ბოდიში მოიხადა
ცოტა ხნის წინ კელვინ კლაინმა ბელა ჰადიდისა და Lil Miquela-ს მონაწილეობით ახალი კამპანიის ვიდეო გაავრცელა. ვიდეოში ბელა და
Lil Miquela ერთმანეთს კოცნიან, რამაც ლგბტ საზოგადოების გაღიზიანება გამოიწვია – ვიდეო “queerbaiting”-ად იქნა აღქმული. ბრენდმა ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ “კომპანიის, რომელიც LGBTQ საზოგადოების უფლებების დაცვას მხარს უჭერს, მიზანი არ ყოფილა LGBTQ საზოგადოების არასწორად წარმოჩენა”.
ჟაკქომუსი მამაკაცისა და ქალის კოლექციის საერთო ჩვენებას გამართავს
სიმონ ჟაკქომუსის თავისივე სახელობის ბრენდს 10 წელი შეუსრულდა. ამ თარიღის აღსანიშნავად დიზაინერმა გადაწყვიტა მამაკაცისა და ქალის კოლექციის გაერთიანებული ჩვენება მოაწყოს. შოუ 24 ივნისს პროვანსში გაიმართება.
პირველი ფოტოები რიანას Fenty კოლექციიდან
ცოტა ხნის წინ დადასტურდა, რომ რიანა LVMH-თან თანამშრომლობით საკუთარ ბრენდს ქმნიდა. ბრენდის კოლექციიდან პირველი ფოტოები ექსკლუზიურად New York Times-მა გაავრცელა. სამოსის ფასი 420$-1100$ შორის მერყეობს. ბრენდი პარიზში იქნება დაფუძნებული, სწორედ პარიზში გაიხსნება 24 მაისს Fenty “pop-up” მაღაზია. სამოსის შეძენა ონლაინ 29 მაისს იქნება შესაძლებელი.
ფოტოგრაფი: Kristin-Lee Moolman