პარიზის მოდის კვირეულის დასკვნით დღეს, Chanel -ის 2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ჩვენება გაიმართა. შოუს ვიდეო ჩანაწერი პარიზის დროით 15:00 საათზე გამოქვეყნდება, თუმცა მანამდე, ინტერნეტში ვრცელდება პირველი კადრები დღევანდელი ჩვენებიდან.
Chanel გაზაფხული/ზაფხული 2022
პატარა სივრცე, ფოტოგრაფები წინა რიგში, პოდიუმზე ერთდროულად მოსიარულე მომღიმარი მოდელები და ჯორჯ მაიკლის უკვდავი ჰიტი “Freedom” – გამომდინარე იქიდან, თუ რამდენად შესამჩნევია 1980/1990-იანი წლების გავლენა, შოუს პირველმა კადრებმა საზოგადოების ყურადღება უკვე დაიმსახურა.
Chanel გაზაფხული/ზაფხული 2022
ლეგენდარული გერმანელი დიზაინერის, კარლ ლაგერფელდის გარდაცვალების შემდეგ, ბრენდის შემოქმედებითი დირექტორის თანამდებობა ვირჯინია ვიარდმა დაიკავა.
30 წლის განმავლობაში, ვიარდი ლაგერფელდის მარჯვენა ხელი და Chanel -ის ატელიეს დირექტორი იყო. ვიდეოს სრული ჩანაწერის გარეშეც შეგვიძლია ვთქვათ, 2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის ჩვენებაზე, ვირჯინიამ 1990-იანი წლების შანელის მუხტი და ენერგია წარმატებით გააცოცხლა.