მილანში დაფუძნებული სააგენტო ბენედიტა პიჩოლისთან ექსკლუზიური კონტრაქტის გაფორმების შესახებ იუწყება. ბენედიტა, ან როგორც მას ოჯახის წევრები უწოდებენ, ბენი პიჩოლი Valentino – ს შემოქმედებითი დირექტორის, პიერპაოლო პიჩოლის ქალიშვილია. Women Management Milano -ს პრეზიდენტი, Piero Piazzi ბენედიტას აღწერს, როგორც „თანამედროვეობის იდეალურ ახალგაზრდა ქალს“. პიერო მოდაში უკვე 35 წელია მოღვაწეობს. მის სახელს უკავშირდება არაერთი ცნობილი იტალიელი სუპერმოდელის კარიერის აღმავლობა, მათ შორის მარიაკარლა ბოსკონოს და კარლა ბრუნის.
აღსანიშნავია, რომ სააგენტო ბენედიტა პიჩოლის იმიჯზე იზრუნებს,რაც არ გულისხმობს სტანდარტული გაგებით სამოდელო კონტრაქტს. Women Management Milano – ში ვალენტინოს დიზაინერის შვილის კრეატიულ პერსონად შექმნაზე იმუშავებენ.