ბალენსიაგამ 2019 წლის შემოდგომა/ზამთრის კამპანია გაავრცელა. კამპანიაში მონაწილეობა რეალურმა წყვილებმა მიიღეს, რომლებიც ქორწილების ცნობილმა ფოტოგრაფმა, გრეგ ფინკმა პარიზში გადაიღო. პარიზი, რომელიც სიყვარულის ქალაქად ითვლება, იდეალური ლოკაციაა მსგავსი კამპანიის გადასაღებად, თუმცა დემნა გვასალიას პარიზული რომანტიკა, როგორც თითქმის ყველაფერი, რასაც ქმნის, უფრო რეალური და „ჩვეულებრივია.“
კამპანიაში ბალენსიაგას მოდელები მეორე ნახევრებთან ერთად პოზირებენ. მათი შემადგენლობა მრავალფეროვანია. წყვილები პარიზის სხვადასხვა კუთხეში არიან აღბეჭდილნი, იქნება ეს სასურსათო მაღაზია, თუ კაფე. F/W 2019/20 – ს ბალენსიაგას გუნდი 2 დღის განმავლობაში იღებდა.