9 დღის განმავლობაში საფრანგეთის დედაქალაქი მოდის კვირეულს უმასპინძლებს. კვირეული დღეს დაიწყო და მის ფარგლებში 100-ზე მეტი ბრენდი 2023 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციებს წარადგენს.

განრიგში ვხვდებით როგორც ყველასათვის კარგად ნაცნობ სახელებს: Dior, Saint Laurent, Chanel, Louis Vuitton, ისე ახალ ბრენდებს.

კვირეულში მონაწილეობას მიიღებს ორი ქართველი დიზაინერი: დემნა, რომელიც Balenciaga-სთვის თავის მორიგ კოლექციას 2 ოქტომბერს წარადგენს და ირაკლი რუსაძე, რომლის Situationist ერთადერთი ქართული ბრენდია, რომელიც განრიგში გვხვდება. მისი ჩვენება პარიზის მოდის კვირეულის ბოლო დღეს, 4 ოქტომბერს გაიმართება.

Balenciaga შემოდგომა/ზამთარი 2022 © Dezeen

ამ სეზონზე კვირეულის ოფიციალური წარმდგენი იქნება STYLE NOT COM, ინსტაგრამზე ბექა გვიშიანის შექმნილი პროფილი, რომელიც მოდის ინდუსტრიის სიახლებს და მნიშვნელოვან მომენტებს აშუქებს.