ისევე როგორც ყველა სხვა ღონისძიება, პანდემიურ რეალობაში დაჯილდოებებიც ციფრულად ტარდება. კვირა საღამოს, ოქროს გლობუსის ყოველწლიური, რიგით 78-ე დაჯილდოების ცერემონიალიც არ ყოფილა გამონაკლისი – საუკეთესო კინემატოგრაფიისა და სერიალების, მსახიობებისა და მულტიპლიკატორების, სცენარისტებისა და კომპოზიტორების დაჯილდოება ონლაინ ვიხილეთ.
ციფრული წითელი ხალიჩის გამოცდილებაც უკვე ჩვეული ფორმატია. ცნობილი ადამიანებიც ერგებიან ახალ სტანდარტებს.გთავაზობთ საუკეთესო ლუქებს ოქროს გლობუსის პირველი ვირტუალური წითელი ხალიჩიდან.
ანია ტეილორ ჯოი დიორის კუტიურში

ვაიოლა დევისი Lavie by CK-ში

ელ ფანინგი გუჩიში

როზამუნდ პაიკი მოლი გოდარდში

რეჯინა კინგი ლუი ვიტონში

სატჩელ ლი გუჩიში

ჯექსონ ლი გუჩიში

ქეით ჰადსონი ლუი ვიტონში

ანდრა დეი შანელში

სინტია ერივო ვალენტინოში

ამანდა სეიფრიდი ოსკარ დე ლა რენტაში

მარგო რობი შანელში

სარა პოლსონი პრადაში

ემა კორინი მიუ მიუში

ჯულია გარნერი პრადაში

სოფია კარსონი ჯამპატისტა ვალიში

ნიკოლ კიდმანი ლუი ვიტონში

ჯოშ ოკონორი ლუევეში

ლილი კოლინზი სან ლორანში
