6-დან 8 ივლისის ჩათვლით ოტ კუტიურ მოდის კვირეული ციფრულად მოეწყობა. ჩვენებების ოფიციალური განრიგი:

შეგახსენებთ, ჯორჯო არმანი და ჟან პოლ გოტიე (by Chitose Abe) კუტიურ შოუებს იანვარში მოაწყობენ. ამ სეზონზე ვერ ვიხილავთ დემნა გვასალიას ბალენსიაგას პირველ ოტ კუტიურ ჩვენებასაც. ივლისში კვირეულს გამოაკლდება ისეთი მნიშვნელოვანი სახელიც, როგორიც ჟივანშია. თუმცა ისეთი ბრენდები, როგორებიცაა: სკიაპარელი, შანელი და მარჯიელა ვირტუალური კვირეულის ჰედლაინერები არიან. განსაკუთრებით დამაინტრიგებელი კი ოლივიე თეისკენსის ოტ კუტიურ სამყაროში დაბრუნებაა. ბელგიელი დიზაინერი აზაროსთვის წარმოადგენს თავის სადებიუტო კოლექციას.

კოლექციები ოფიციალური კალენდრის შესაბამისად სპეციალურად კვირეულისთვის მიძღვნილ პლატფორმაზე განთავსდება.