ლოს-ანჯელესში ალექსანდრ ვენგის ახალი კოლექციის ჩვენება გაიმართა. სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებული გახმაურებული სკანდალის შემდეგ, დიზაინერი პოდიუმს პირველად დაუბრუნდა. მიუხედავად იმისა, რომ ვენგის დაბრუნებას წინააღმდეგობრივი რეაქციები მოჰყვა, ჩვენებაზე მაინც ვიხილეთ მოდის არაერთი ცნობილი ვარსკვლავი. მათ შორის სუპერმოდელი ადრიანა ლიმა.

Alexander Wang – შემოდგომა/ზამთარი 2022/2023

სუპერმოდელმა ორსულობის შესახებ სიახლე თებერვალში გაასაჯაროვა. ლიმას მეორე ნახევარი პროდიუსერი ანდრე ელია. წყვილი ერთმანეთს 2021 წლიდან ხვდება.