მაკო მაჭავარიანი და ზინი ქაჯაია Emporio Armani-ს ჩვენებაზე გამოვიდნენ, თუმცა ეს ყველაფერი არ არის – მაკო მაჭავარიანმა ჩვენება გახსნა. აღსანიშნია, რომ ეს ჩვენება საიუბილეოა – ზუსტად 40 წლის წინ არმანიმ გახსნა პირველი ბუტიკი მილანში სახელად Emporio Armani.

ჩვენებას განსაკუთრებულს კიდევ ხდის ის, რომ ჩვენების ფინალში ჯორჯოსთან ერთად მისი ძმის შვილი სილვანა გამოვიდა. ჯორჯოს უკვე არაერთხელ აქვს ნახსენები, რომ მომავლისთვის ემზადება და, ალბათ, ესეც ერთ-ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. არმანი უკვე დიდი ხანია აერთიანებს მამაკაცისა და ქალის კოლექციებს და არც ეს შემთხვევა ყოფილა გამონაკლისი. რამდენიმე ლუქში ბრენდისთვის დამახასიათებელი სუფთა ზედაპირები დენიმის ნაჭრებმა ჩაანაცვლა, თუმცა ისინი მაინც იტალიურ ელეგანტურობას განასახიერებენ, მარადიულ, ტრადიციულ, თუმცა არც ისე კონსერვატიულ, იტალიურ ელეგანტურობას.