ბრიტანელი წყალში მხტომელი, ტომ დეილი 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ერთ-ერთი ვარსკვლავია. გარდა იმისა, რომ დეილი ოქროს მედლის მფლობელი გახდა და ოლიმპიური ჩემპიონის საპატიო ტიტულიც მოიპოვა, მაყურებელმა მისი ნიჭი სპორტის მიღმაც შეამჩნია. ჩემპიონატზე ქსოვაში გართული ბრიტანელის ფოტოები ინტერნეტს ვირუსულად მოედო, რის შემდეგაც საუბარი არ წყდება ტომის ნაქსოვ ტანისამოსზე.
ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ ბრიტანელმა ვარსკვლავმა საყვარელი ჰობისგან ბიზნესის შექმნა გადაწყვიტა. “Made With Love by Tom Daley” – სახელწოდებით ტომ დეილიმ ნაქსოვი ტანისამოსის საკუთარი ხაზი გამოუშვა.
სპორტსმენის პირველი კოლექცია 14 ნივთისგან შედგება. ფასები კი, 30 გირვანქა სტერლინგი იწყება.