2 წელი გავიდა ამერიკაში დემნა გვასალიას დიზაინით ბალენსიაგას პირველი მაღაზიის გახსნიდან, თუმცა ბრენდი ამერიკული ბაზრის დაპრყობას ჯერ მხოლოდ ახლა იწყებს. გასულ კვირას ნიუ-იორკში, პრესტიჟულ მედისონ ავენიუზე ბალენსიაგას ახალი მაღაზია გაიხსნა, რომელიც ბრენდის ყველა პროდუქციას აერთიანებს. ახალი სივრცის გახსნა თვეებით ადრე დაანონსდა, როდესაც შენობა ჯერ მწვანედ, შემდეგ ვარდისფრად დაიფარა.
საბოლოო შედეგი, რომელიც ბალენსიაგას ოფიციალურმა ინსტაგრამ გვერდმა გაავრცელა.
სივრცე ქართველი დიზაინერის ხედვით არის მოწყობილი. როგორც დემნას დიზაინით მოწყობილ სხვა მაღაზიებში, მედისონ ავენიუზეც მანეკენები რეალისტური ცვილის ფიგურებია.
„დეტალურად ჩვენს სამომავლო გეგმებზე საუბარი არ შემიძლია, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ახლა მთავარ ქალაქებზე ვართ კონცენტრირებული.“ – ბალენსიაგას გენერალური დირექტორი, სედრიქ შარბი.
მთავარი ქალაქების ნაწილია ტოკიოც, სადაც ნიუ-იორკის მსგავსად ბალენსიაგას ახალი მაღაზია სექტემბრის თვის დასაწყისში გაიხსნა.