შანელი J12 საათების კამპანიას ავრცელებს
შანელმა საათების კამპანიისთვის 10 ცნობილი ადამიანი გააერთიანა: ნაომი ქემბელი, ლილი-როუზ დეპი, კირა ნაითლი, კლაუდია შიფერი, ალი მაკგროუ, ვანესა პარადი, ლიუ ვენი, კერლო ბუკე, ანა მუგლალის და უილიამ ჩენი. კამპანია ფოტოგრაფმა Brigitte Lacombe-მ გადაიღო. ეს საათების პირველი კამპანიაა კარლ ლაგერფელდის გარდაცვალების შემდეგ.
COURTESY OF CHANEL
COURTESY OF CHANEL
COURTESY OF CHANEL
COURTESY OF CHANEL
ნიუ-იორკის მოდის კვირეული ხუთ დღეს გასტანს
CFDA-მ დაანონსა, რომ ნიუ-იორკის მოდის კვირეული 1 კვირის ნაცვლად ხუთ დღეს გასტანს. ქალის სამოსის ჩვენებები, რომლებიც ოთხშაბათობით იწყებოდა, ამიერიდან პარასკევ საღამოს დაიწყება, რაც ნიშნავს, რომ ნიუ-იორკის მოდის კვირეული 6 სექტემბერიდან 11 სექტემბრამდე გაგრძელდება. მოდის კვირეულის შემოკლებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ტომ ფორდა მიიღო, რომელიც CFDA-ის ახალი თავმჯდომარეა. მართალია, ტომი თავის პოზიციას ოფიციალურად 1 ივნისამდე არ დაიკავებს, მაგრამ უკვე აქტიურადაა ჩართული საბჭოს საქმეებში. ნიუ-იორკის მოდის კვირეული არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობაშია. ისეთი დიზაინერები, როგორებიც არიან ვირჯილ აბლო, ტომ ბრაუნი, ალექსანდრ ვენგი, ტომი ჰილფიგერი, ზაკ პოზენი თავიანთ კოლექციებს ნიუ-იორკში აღარ წარადგენენ. მოდის კვირეულს უჭირს საერთაშორისო სტუმრების მოზიდვა, მაშინ, როდესაც ყველაზე ცნობილი სახელები ჩვენებებს პარიზში მართავენ. ამას ემატება ბიუჯეტის პრობლემაც, ევროპული ბრენდები პრესის თანამშრომლებს ტრანსპორტირების ხარჯებს უფინანსებენ, ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ეს არ ხდება, რადგან ბრენდების უმეტესობას არ აქვს ფუფუნება ჟურნალისტები დააფინანსონ. როდესაც ტომ ფორდი CFDA-ის თავმჯდომარედ დაინიშნა, განაცხადა, რომ აპირებდა ამერიკული მოდა უფრო გლობალური გაეხადა, მოდის კვირეულის შემოკლება მხოლოდ პირველი ნაბიჯია მისი მიზნისკენ.

კენდალ ჯენერი სილამაზის ბრენდს ქმნის
თავისი დების კაილი ჯენერისა და კიმ კარდაშიანის მსგავსად, სილამაზის ბიზნესს კენდალ ჯენერიც უერთდება. WWD ავრცელებს ინფორმაციას, რომ მოდელმა ბრენდის სახელები ”კენდალი” და ”კენდალ ჯენერი” უკვე დაარეგისტრირა. სილამაზის ბრენდი მოიცავს სუნამოს, სახის ლოსიონებს, ტონერებს და ტუჩსაცხებს.

ალასტერ მაკკიმი i-D-ის საერთაშორისო რედაქტორად დასახელდა
ალასტერ მაკკიმი ჟურნალ i-D-ის საერთაშორისო რედაქტორად დასახელდა, მან ჰოლი შეკლტონი ჩაანაცვლა, რომელიც ვოგის საერთაშორისო რედაქტორად დაინიშნა. მაკკიმი i-D-ში მოდის ხელმძღვანელად მუშაობდა, ის i-D-ის ყოფილი და ბრიტანული ვოგის ამჟამინდელი რედაქტორის, ედვარდ ენინფულის ასისტენტი იყო.
