მსახიობი ნინა დობრევისა და დიორის სილამაზის ხაზის თანამშრომლობა 2019 წელს დაიწყო. ნინა დიორის ჩვენებებსა და ღონისძიებებს ესწრებოდა პარიზში, ნიუ-იორკსა და კანის კინოფესტივალზეც. ამჯერად, დიორმა გადაწყვიტა გაეღრმავებინა თანამშრომლობა ნინასთან და ის ამერიკაში Maison Christian Dior-ის სუნამოების სახედ დაასახელა, ინფორმაციას ექსკლუზიურად WWD ავრცელებს. აღნიშნულ თემაზე WWD-სთან მსახიობმა აღნიშნა, რომ ძალიან მოხარულია, “ჩემი ოცნება იყო დიორთან თანამშრომლობა, თუმცა მათთან მუშაობის რეალობა ყველანაირ ოცნებაზე უკეთესია,” ამბობს ნინა.

Harper’s Bazaar

სუნამოების ავტორი ცნობილი პარფიუმერი ფრანსუა დემარშია, რომელიც დიორის მთავარი პარფიუმერის პოზიციას 2006 წლიდან იჯავებს. აღსანიშნავია, რომ სწორედ ის გახლავთ დოკუმენტური ფილმის, “Nose”-ის მთავარი გმირი, რომელიც დიორის პარფიუმერიაზე მოგვითხრობს.

ნინას თქმით, დემარშის ნამუშევრებიდან მისი საყვარელი სუნამო Balade Sauvage-ია. მისი თქმით, არომატი “მისტიური და თბილია, თარგმანში Balade Sauvage ველურ გასეირნებას ნიშნავს, მსურს ჩემი ცხოვრებაც ასეთი იყოს”, აღნიშნა ნინამ WWD-სთან საუბარში.