ნიკოლა ჟესქიერს ხშირად უწოდებენ 21-ე საუკუნის პირველი ათწლეულის ყველაზე მნიშვნელოვან დიზაინერს, ან მეტიც, „დიზაინერების დიზაინერს“. ბალენსიაგას ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი და ლუი ვიტონის ქალის ხაზის მოქმედი შემოქმედებითი დირექტორი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, გავლენიანი და წარმატებული დიზაინერია, რომელიც თანამედროვე მოდაში მოღვაწეობს.

გუშინ, ფრანგმა დიზაინერმა, Vanity Fair – ისთვის ჩაწერილი ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც ის საკუთარ კარიერაზე მოგვითხრობს, 1990 წლიდან დღემდე. ვიდეო ხელმისაწვდომია იუთუბზეც.

ჟესქიერის თითქმის 30 წლიანი კარიერა ბევრ მნიშვნელოვან მოვლენას მოიცავს. ინტერვიუ აერთიანებს ფრანგი დიზაინერის ყველაზე გახმაურებულ და საკულტო მომენტებს.