ტოპ მოდელმა სიახლე ინსტაგრამის საშუალებით რამდენიმე საათის წინ გაავრცელა. ნატაშა ჰოლანდიელ ბიზნესმენზე 2011 წელს დაქორწინდა. 2013 წლის მაისში წყვილს პირველი შვილი შეეძინა. შარშან ცნობილი გახდა, რომ პოლი და ბეიკერი ვაჟს ელოდებიან. 2019 წლის 30 მარტს დაიბადა ადრიან გრეი ბეიკერი.

მეორე ბავშვზე ორსული ნატაშა ქალიშვილთან ერთად

ნატაშა პოლი (პოლევშიკოვა) 1985 წლის 12 ივლისს რუსეთში დაიბადა. ის აღიარებულია, როგორც ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე პროფესიონალი ტოპ მოდელი. ვერსაჩედან ვიქტორია სეკრეტის პოდიუმამდე,პრადას კამპანიებიდან ლორეალამდე, დემარშელიედან მეისელამდე, ვოგიდან ნუმერომდე, პოლი თითქმის ყველა დიდებული ბრენდის, ფოტოგრაფის, ჟურნალის ფოტოსესიებში გვინახავს. ნატაშა Models.com -ის რეიტინგში ახალი თაობის სუპერებშია შეყვანილი. ეს სტატუსი მსოფლიოში მხოლოდ 17 მოდელს აქვს.