ლუი ვიტონის, შანელის, დიორის და სხვა მაღალი მოდის ბრენდების სახემ, 22 წლის ნატალი უესტლინგმა სქესი შეიცვალა, მოდელმა სიახლე სიენენისთვის მიცემულ ინტერვიუში გაამჟღავნა.

Louis Vuitton Fall 2017. Photo: Marcus Tondo

„პროცესი მარტივი არ ყოფილა,“ – ამბობს უესტლინგი. „როდესაც ფიზიკური ცვლილებების შემჩნევა დავიწყე, რომლებიც ჩემს მენტალურ მდგომარეობას შეესაბამებოდა საბოლოოდ მაშინ გამოვიღვიძე და ცხოვრება დავიწყე. ახლა ბედნიერი ვარ. ვერც კი წარმომიდგენია უკან დაბრუნება, რადგან ყველაფერი სიბნელით იყო მოცული.“  

პრადას ერთ-ერთი ფავორიტი მოდელი ნიუ-იორკში დაბრუნებას და მოდელობის გაგრძელებას აპირებს, თუმცა ახლა უკვე როგორც მამაკაცი და ამიერიდან მას ჩვენც ნატალის ნაცვლად ნეითენი (ნეითი) უნდა ვუწოდოთ.