მაღალი მოდის პოდიუმზე ვარსკვლავების შვილების გამოჩენის ტრენდი გრძელდება. გუშინ ბალმანის ჩვენებაზე ლუკას პორტმანის დებიუტი შედგა. ლუკასი ნატალია ვოდიანოვას უფროსი ვაჟია. სუპერმოდელს ლუკასი პირველი მეუღლისგან, ჯასტინ პორტმანისგან ჰყავს. ვოდიანოვა და პორტმანი 2011 წელს დაშორდნენ, რასაც მოჰყვა ნატალიას ურთიერთობის დაწყება ანტუა არნოსთან.

ლუკას პორტმანი ბალმანის 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ჩვენებაზე – პარიზის მამაკაცის სამოსის მოდის კვირეული.

Nowfashion

ნატალია და ლუკასი ბალმანის ჩვენების კულისებში. ნატალია ბალმანის ერთ-ერთი საყვარელი სუპერმოდელია.