სუპერმოდელი 9 თვის ქალიშვილთან ერთად საჯაროდ პირველად გამოჩნდა. ექსკლუზიური ფოტოსესია და ინტერვიუ ბრიტანული ვოგის 2022 წლის მარტის ნომერში გამოქვეყნდა. მიუხედავად იმისა, რომ ნაომიმ ბევრი დეტალი, მათ შორის ბავშვის სახელი, კვლავ არ გაამხილა, ფოტოებმა უკვე მოიცვა ინტერნეტი და საერთაშორისო პრესა.

Vogue (დიდი ბრიტანეთი) – მარტი 2022 / ფოტოგრაფი – სტივენ მეიზელი

“იღბლიანი ვარ, რომ ჩემს პატარას მოგზაურობა ჩემსავით მოსწონს – არ წუწუნებს. კარგი გოგოა, კარგად სძინავს, იშვიათად ტირის და როგორც მეუბნებიან, თავის ასაკთან შედარებით, ძალიან ფრთხილი და გონიერია. ახლახანს დაიწყო ხელით მოსალმება, რაც სახალისოა, ბევრს იცინის, უკვე თითქმის ლაპარაკობს.” – ნაომი ქემბელი, ბრიტანულ ვოგთან ინტერვიუში.

გასული წლის მაისში, როდესაც ნაომიმ თავისი შვილის დაბადების შესახებ პოსტი გამოაქვეყნა, ინტერნეტისთვის ეს იმდენად მოულოდნელი სიახლე იყო, რომ სოციალურ მედიაში უამრავი ჭორი გავრცელდა. სუროგაცია, თუ შვილად აყვანა? პრესა კითხვებს ხშირად სვამდა. სუპერმოდელმა ვოგთან საუბრისას დაადასტურა: “არ ამიყვანია – ის ჩემი შვილია.” ნაომიმ სხვა დეტალების გამხელა არ ისურვა.

“ყოველთვის ვიცოდი, რომ ერთ დღეს დედა ვიქნებოდი, მაგრამ ეს იმაზე დიდი სიხარულია, ვიდრე ოდესმე წარმომედგინა. გამიმართლა, რომ ის მყავს და ამას ვაცნობიერებ.” – ამბობს ქემბელი.

ბრიტანული ვოგი – მარტი 2022

ინტერვიუს სრულად წასაკითხად მიჰყევით ლინკს – Vogue.co.uk.