კელვინ კლაინმა საცვლების ახალი კამპანია გაავრცელა, რომლისთვისაც ცნობილი მოდელები, მუსიკოსები, სპორტსმენები და მსახიობები გააერთიანა. კამპანიაში ბელა ჰადიდთან და ამერიკელ დიჯეისთან, დიპლოსთან ერთად 49 წლის სუპერმოდელი ნაომი ქემბელმიც მონაწილეობს, რომლისთვისაც ეს კამპანია პირველი თანამშრომლობაა კელვინ კლაინის საცვლების ხაზთან. ამასთან დაკავშირებით ნაომიმ კომენტარი ინსტაგრამის საშუალებით გააკეთა:

“ვინ იფიქრებდა, რომ 33 წლის შემდეგ ამას ვიტყოდი… ვამაყობ #MYCALVINS-ის კამპანიაში მონაწილეობით”

კამპანიაში მონაწილეობს HBO-ს თინეიჯერული დრამის “ეიფორიას” ვარსკვლავიც, მსახიობი ჯეიკობ ელორდი და ამერიკული ფეხბურთის მოთამაშე ოდელ ბექჰემ ჯუნიორი.

 #MYCALVINS Fall 2019
ფოტოგრაფი: დენიელ ჯეკსონი
ვიდეოგრაფი: ბარდია ზეინალი