2 დეკემბერს The Fashion Awards 2019 – ის დაჯილდოებაზე ნაომის აიქონის ჯილდო გადაეცემა, რომელიც წარმოადგენს განსაკუთრებულ აღიარებას ინდივიდუალისთვის, რომელმაც მინიჭებული პლატფორმა მსოფლიოში პოზიტიური ცვლილებებისთვის გამოიყენა.
“ჩემთვის ეს ძალიან ემოციური ჯილდოა. თავს დალოცვილად და თავმდაბლად ვგრძნობ. ვიტყოდი, რომ აიქონი არის ადამიანი, რომელსაც განსაკუთრებული აურა აქვს, თუმცა ამავე დროს აქვს presence და სიბრძნე. ყოველთვის ვიბრძოდი, რომ ნებისმიერი წარსულის, ფერისა და კულტურის მქონე ხალხისთვის ძალა მიმეცა ჩემი სიტყვითა და ქმედებებით.”
როგორც იცით, ნაომი წლებია იბრძვის შავკანიანი მოდელების უფლებებისთვის და ცდილობს ინდუსტრიაში თეთრკანიანებისა და შავკანიანების ბალანსი დაცული იყოს.