მას შემდეგ, რაც ქარდი ბიმ წითელ ხალიჩაზე მუგლერის 1990-იანი წლების ლეგენდარული კოსტიუმები გააცოცხლა, ფრანგული ბრენდი ვარსკვლავებში განსაკუთრებით პოპულარული გახდა. მიუხედავად იმისა, რომ წითელ ხალიჩაზე MUGLER, დავით კომახიძის დროსაც იქცევდა ყურადღებას, გასულ 2 წელში ბრენდი განსაკუთრებით მოთხოვნადია. MTV VMA Awards 2020 -ზე, რომელიც გუშინ გაიმართა, ქეისი ქადუალედერის მუგლერის სამოსში არაერთი მუსიკოსი და ცნობილი სახე ვიხილეთ. პირველი, რა თქმა უნდა, მაილი საირუსია, რომელიც დაჯილდოების ნომინანტებს და გამარჯვებულებს შორისაც გახლდათ.
მაილის მუგლერის 2020 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექცია ეცვა, რომელიც ქეისიმ პარიზის მოდის კვირეულზე, თებერვალში წარადგინა.

ახალგაზრდა ვარსკვლავი Madison Beer მუგლერის შავ ლუქში. მედისონის კოსტიუმი მუგლერის 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციიდან არის შექმნილი.

საღამოს ერთ-ერთი განხილვადი მომღერალი, Ariana Grande მუგლერის კაბაში.
