ექსკლუზიური აქსესუარების მწარმოებელმა იტალიურმა ბრენდმა – Boarini Milanesi  მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ჩანთა წარადგინა, რომლის ფასი 5.3 მილიონი გირვანქა სტერლინგია.

ბრენდი გასაყიდად სულ სამ ექსკლუზიურ მოდელს გამოუშვებს. რაც შეეხება დიზაინს – სრულად ნიანგის ტყავისაგან დამზადებული ჩანთის ეს მოდელი გაფორმებულია ოქროთი, ბრილიანტებით და სხვა იშვიათი, ძვირფასი თვლებით. გამოყენებული ძვირფასი ქვების საერთო წონა 130 კარატია. აქსესუარი ხელნაკეთია და თითო მოდელის შექმნას, დაახლოებით 1,0000 საათი სჭირდება.

ე.წ. Parva Mea მოდელის ვიზუალი ზღვით არის შთაგინებული, თუმცა, ჩანთას ზღვასთან მხოლოდ გარეგნული მხარე არ აკავშირებს. თითოეული მოდელის გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი – 712 ათასი გირვანქა სტერლინგი გადაერიცხება იმ ორგანიზაციებს, რომლებიც მსოფლიო ოკეანეებისა და ზღვების ეკოლოგიური საფრთხის თავიდან აცილების მიმართულებით მუშაობენ.

რაც შეეხება თავად ბრენდს, Boarini Milanesi 2016 წელს დაარსდა. კომპანიის ფილოსოფიაა “ცოტა, მაგრამ უკეთესი”- ეს კი გულსიხმობს იმას, რომ Boarini Milanesi მხოლოდ იშვიათ, ექსკლუზიურ მოდელებს ამზადებს, შესაბამისად, მომხმარებლის წრეც საკმაოდ შეზღუდული და კონკრეტულია.