დღეს პარიზში შანელის 2019 წლის შემოდგომა/ზამთრის ჩვენება გაიმართა. კარლ ლაგერფელდის ბოლო კოლექციის წარდგენას ბევრი ვარსკვლავი დაესწრო, მათ შორის იყო მონიკა ბელუჩი. იტალიელი მსახიობი ჩვენებაზე მეგობარ მამაკაცთან ერთად გამოჩნდა. მონიკას რჩეული 36 წლის ფრანგი მოქანდაკე ნიკოლა ლაფებრეა. ბელუჩი ორჯერ იყო ოფიციალურ ქორწინებაში. 1990 წელს იქორწინა კლაუდიო კარლოს ბასოზე, რომელსაც 1994 წელს დაშორდა. 2 წლის შემდეგ გაიცნო ფრანგი მსახიობი ვინსან კასელი. კასელმა და ბელუჩიმ 1999 წელს იქორწნეს და 2013 წლამდე იყვნენ ერთად.