მონიკა ბელუჩის და ვენსან კასელის შვილი დოლჩე & გაბანას ახალი სახეა.
15 წლის დევა კასელი რაველოში, იტალიური მოდის სახლის ახალი კამპანიის გადასაღებ მოედანზე დააფიქსირეს.
მონიკა ბელუჩი თითქმის ოცდაათი წელია აქტიურად თანამშრომლობს სტეფანო გაბანასთან და დომენიკო დოლჩესთან, მოდაში კი ერთგვარი ტენდენციაა, რომ დიზაინერები გარკვეული დროის შემდეგ თავიანთი ბრენდის სახეების შვილებთან აგრძელებენ მუშაობას.
მონიკა დღემდე გამოდის დოლჩე & გაბანას ჩვენებებზე და მონაწილეობას იღებს ბრენდის სარეკლამო კამპანიებში.