„მე იმას ვიყენებ, რის დამალვასაც ადამიანები საკუთარ გონებაში ცდილობენ. ომი, რელიგია, სექსი; ის, რაზეც ყველა ვფიქრობთ, მაგრამ წინ არ ვწევთ. მაგრამ მე ამას ვაკეთებ და მათ ვაიძულებ უყურონ“.

„საიმისოდ, რომ წესები დაარღვიოთ, კარგად უნდა იცოდეთ ისინი. სწორედ ამისთვის ვარ აქ, დავანგრიო წესები, მაგრამ შევინარჩუნო ტრადიციები“.  

„მოდა ესკაპიზმის ფორმას უნდა წარმოადგენდეს და არა პატიმრობის“

„ხალხს არ სურს ტანსაცმლის ნახვა, მათ სურთ იხილონ ის, რითაც გამოიკვებება წარმოსახვა“

„გამუდმებით ვცდილობ ავსახო ის, თუ როგორ ეპყრობიან ქალებს. რთულია ამის გადმოცემა ტანსაცმლის და შოუს მეშვეობით, თუმცა ჩემს ნამუშევარში ყოველთვის შეიმჩნევა ფარული მიზეზი, ქალების სექსუალურობის ბოროტი მხარე, რადგან მე მინახავს თუ როგორ მოქცევიან მათ. იქ, საიდანაც ვარ წარმოშობით, ქალი შეხვდა მამაკაცს, გააჩინა ბავშვები, გადასახლდა დაგენჰამში, მოამზადა სადილი, დაიძინა. ასე წარმომედგინა ქალები, რაც არ მინდოდა. ამის თავიდან ამოგდება მსურდა“.


„თუკი გაგიმართლათ და იმის გამოყენების შესაძლებლობა გაქვთ, რაც სიზმარში ნახეთ, ეს ნამდვილად ორიგინალურია. სამყაროში ის არ არსებობს – არსებობს მხოლოდ შენს თავში. ვფიქრობ გასაოცარია“.

„მომეცით დრო და მოგცემთ რევოლუციას!“

„მახინჯ საგნებს უფრო მეტ ყურადღებას ვაქცევ, რადგან ხალხი მიდრეკილია უგულებელყოს ყველაფერი შეუხედავი“.

„სამოსს იმიტომ ვქმნი, რომ არ მინდა ქალები სუსტები და გულუბრყვილოები ჩანდნენ… მინდა, რომ უფრო ძლიერად გამოიყურებოდნენ… არ მომწონს, როცა ქალებს იყენებენ… არ მომწონს მამაკაცები ქუჩაში ქალებს რომ უსტვენენ. ვთვლი, რომ ისინი მეტ პატივისცემას იმსახურებენ. მომწონს კაცები, რომლებიც ქალებთან დისტანციას ინარჩუნებენ. მინახავს ქალი, რომელიც ქმარს სიკვდილამდე უცემია. ვიცი რა არის ქალთმოძულეობა… მინდა ხალხს ეშინოდეს ქალების, რომლებსაც მე ვაცმევ“.

„როცა გარდავიცვლები და წავალ, ხალხს ეცოდინება, რომ 21-ე საუკუნე ალექსანდრ მაკქუინით დაიწყო“