მაიკლ კორსი თავის ახალ კოლექციას არ წარადგენს ნიუ-იორკის მოდის კვირეულის ფარგლებში, ნაცვლად ამისა, დიზაინერი ჩვენებას ოქტომბრის შუა რიცხვებიდან ნოემბრის შუა რიცხვებამდე არსებულ პერიოდში დამოუკიდებლად გამართავს.

კორსის განცხადებით, ის დიდი ხნის განმავლობაში კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა მოდის კალენდარს, რომელიც, მისი თქმით, ცვლილებას საჭიროებს.

Michael Kors RTW Fall 2020 © WWD

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კორსი კალენდრის შეცვლასთან დაკავშირებულ საუბარში ერთვება. 2016 წელს ის See Now Buy Now მოდელზეც გადაერთო, თუმცა სხვა კომპანიების მსგავსად, მალევე დაუბრუნდა ჩვენებების ჩატარების ტრადიციულ ფორმატს.

“ჩემთვის ამაღელვებელია მოდურ საზოგადოებაში კალენდართან დაკავშირებული ამ ღია დიალოგის დაწყება – დაწყებული ჯორჯო არმანიდან დამთავრებული დრის ვან ნოტენით, გუჩით, ივ სან ლორანით და მნიშვნელოვანი საცალო მოვაჭრეებით – რომელიც შეეხება პროცესის შენელების გზების ძიებას და ჩვენი შესრულებული სამუშაოს გაუმჯობესებას,” – ამბობს დიზაინერი. “ყველას მოგვეცა დრო გაგვეანალიზებინა ეს მოცემულობა და მგონია, ბევრი ვთანხმდებით, რომ დროა ახალ ერაში ახალი მიდგომები დავნერგოთ.”

ყველაფერი, რაც ამ თემაზე უნდა იცოდეთ:

ჯორჯო არმანის ღია წერილი მილანიდან

კორონავირუსის კრიზისის ფონზე სან ლორანი მოდის სისტემისგან დამოუკიდებლობას ირჩევს

დიზაინერების და საცალო მოვაჭრეების ღია წერილი მოდის ინდუსტრიას

REWIRING FASHION – კიდევ ერთი ინიციატივა მოდის ინდუსტრიის საკამათო პრინციპების შესაცვლელად

“მოდის ინდუსტრიის ხელახალი მოწყობა“ – სისტემის გაჯანსაღებას ამჯერად CFDA და BFC ითხოვენ

გუჩი სეზონურობის და ჩვენებების ჩატარების “გაცვეთილ” რიტუალს ემიჯნება

რას ნიშნავს მოდის ინდუსტრიის შენელება და რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი?

შანელი, კომ დე გაღსონი, ვეტმანი, LVMH და იტალიური მოდის პალატა ჩვენებების მომავალს განიხილავენ