28 მარტს დოჰაში (კატარი) ყოველწლიური დაჯილდოება Fashion Trust Arabia გაიმართა. წლევანდელი დაჯილდოება ვარსკვლავების სიმრავლით გამოირჩეოდა. კატარს მოდის ინდუსტრიის მნიშვნელოვანი ნაწილი ეწვია, რაც რეგიონის მიმართ განსაკუთრებული ინტერესით არის გამოწვეული. სტუმრებს შორის იყვნენ: პიერპაოლო პიჩოლი (ვალენტინო), ოლივერ რუსტანი (ბალმანი), დაიავ ვონ ფურშტენბერგი, ვიქტორია ბექჰემი, პიტერ დუნდასი, ნაომი ქემბელი, ალესანდრა ამბროსიო, ნატალია ვოდიანოვა, ანტუა არნო, ზაკ პოზენი, ჰამიშ ბოულსი, ჯონი დეპი, ჰაიდერ აკერმანი.
ახალი ფოტოები კატარიდან (Getty Images)
ჯონი დეპი
დოჰაში ნატალია ვოდიანოვას საქველმოქმედო ფონდის და კატარის ალ შაფალაჰის თანამშრომლობით Love Ball Arabia მოეწყო. საღამოზე 7 მილიონ დოლარზე მეტი შეგროვდა. თანხა რუსეთში და კატარში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს მოხმარდება.
ახალი ფოტოები და ვიდეო Love Ball – იდან