მოდის ინდუსტრია არც ისეთი ბრჭყვიალა და მარტივია, როგორიც ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ, ის ძალიან სწრაფი ტემპით იცვლება და ყველა სხვა სფეროზე მეტად ასახავს მიმდინარე მოვლენებს, თუ როგორი გავლენა აქვთ მათ ადამიანებზე. თუ სხვა სფეროები დეკადებში ასახავენ მიმდინარე მოვლენებს, მოდა ყოველ 5 წელში შეიძლება შეიცვალოს, თქვენ კი ყოველთვის მზად უნდა იყო ამ ცვლილებებს ფეხი აუწყოთ, როგორც ამბობენ ‘’ერთსა და იმავე მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალ’’, მოდაში თუ ერთხელ მოგეცემა შანსი აუცილებლად უნდა გამოიყენო, რადგან შესაძლოა მოდის მატარებელმა ისე ჩაგიაროს, ხელმეორედ ასვლა ვეღარ მოახერხო, ამიტომ, თუ ამ სფეროში მუშაობა გინდათ, საჭიროა იცოდეთ და გაითვალისწინოთ ის გამოწვევები, რომლის წინაშეც აღმოჩნდებით ამ ინდუსტრიაში. აქ დრო ყველაფერია, ამიტომ საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩენამ შესაძლოა თქვენი ცხოვრება სრულიად შეცვალოს. ნიჭის, თავდაუზოგავი შრომისა და ცოტა იღბლის წყალობით ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია. ქვემოთ კი შეგიძლიათ წაიკითხოთ მოდაში დასაქმებული ადამიანების – დიზაინერების, რედაქტორებისა და ფოტოგრაფების რჩევები, თუ რა უნდა იცოდეთ იმისთვის, რომ ამ სფეროში მოხვდეთ და თავი დაიმკვიდროთ:

‘’ყოველთვის ერთი და იგივეს ვამბობ: აირჩიეთ ისეთი პარტნიორები, რომლებთან მუშაობაც  გსიამოვნებთ და ინტერნად იმუშავეთ… საუკეთესო ინტერნი იყავით, რომელიც ოდესმე ყოლიათ და ადრე თუ გვიან იქ აღმოჩნდები, სადაც მუშაობის დაწყებას შეძლებ და ცოტა გამართლებით და კიდევ უფრო მეტი მუშაობით, კიბის პირველ საფეხურზე ახვალთ. თქვენს გარშემო ყველაზე ნიჭიერი და ჭკვიანი ადამიანებისგან ისწავლეთ, ძალიანაც ნუ იჩქარებთ – თქვენი საქმე არის ის, რის გამოც შეგამჩნევენ და დაგიმახსოვრებენ. რაც მთავარია, როდესაც წარმატებული გახდები, თავმდაბლები დარჩით, ყველას პატივი ეცით და დაეხმარეთ ახალგაზრდებს, როლმებიც თქვენს შემდეგ წამოვლენ’’ – Tricia Jones, i-D

‘’ყოველთვის ინფორმირებულნი იყავით. რამდენსაც შეძლებთ იმდენი იკითხეთ და იკითხეთ ცოტა მეტიც. იყავით ჯიუტები. კარებზე იმდენ ხანს აკაკუნეთ, სანამ არ შეწუხდებიან. ოდესმე გიფიქრიათ, თქვენს კოლეჯში ყველაზე მომაბეზრებელი ადამიანი რატომ აღწევს უფრო მეტს თავის კარიერაში? იმიტომ, რომ არ ერიდებათ, უშიშრები არიან და არ ადარდებთ მეხუთედ მიწერონ რედაქტორს და სამსახურზე კითხონ. ამასთან ერთად, თუ 5-ჯერ მიწერ, დარწმუნებული იყავი, რომ შენი იდეები ღირებულია. მხოლოდ ვოგში წაკითხული სტატიები არ კმარა, თვითონ გამოიკვლიეთ. კეთილები იყავით და ადამიანებს დაეხმარეთ. დეტალებს ყურადღება მიაქციეთ. ორგანიზებულები იყავით. საზოგადოებს ჰგონია, რომ მოდის ინდუსტრიაში დასაქმებული ხალხი სულელები არიან – კლიშეებს ნუ მიყვებით. ყოველთვის ის ფეხსაცმელი ატარეთ, რომლითაც კომფორტულად ივლით’’ – ჯო ელისონი, მოდის რედაქტორი The Financial Times-ში

‘’ერთი რამ, რაც უნდა იცოდეთ მოდაში მუშაობაზე ის არის, რომ აქ ყველაფერი ურთიერთობებსა და თამაშრომლობას ემყარება. მოდა დიდი საერთაშორისო საზოგადოებაა, განსხვავებული ეროვნების ადამიანების განსხვავებული შეხედულებებითა და გამოცდილებით, ამიტომაც საუკეთესო შედეგი მაშინ იდება, როდესაც კულტურულ, გეოგრაფიულ და კრეატიულ განსხვავებებს დაძლევთ, რათა ახალი ბიზნესი, პროექტი, კოლექცია, ღონისძიება ან იდეა მოიყვანოთ სისრულეში, რომელიც შეიძლება თავიდან შეუძლებელი მოგეჩვენოთ, მაგრამ მაგიდასთან სწორი ადამიანების შერჩევით შეიძლება რეალობადაც აქციოთ. სწორედ ეს მიყვარს მოდაში’’ – იმრან აჰმედი, Business of Fashion-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი ხელმძღვანელი.

‘’ამ თაობამ საკუთარი თავი უნდა განაცალკევოს იმისგან, რისი გაკეთებაც ალგორითმებსა და რობოტებს შეუძლიათ. გათავისუფლდით ყველაფრის ეკრანებზე კეთებისგან, ისწავლეთ, დახატეთ, კერეთ, თარგი გამოჭერით, ცოდნა თვითონ განივითარეთ – დეტალურად შეისწავლეთ ეკოლოგიური მდგრადობა – ბიო-დიზაინი გამოიკვლიეთ. გადმოეცით ვინ ხართ. ცოდნა გაუზიარეთ… ისეთი სამუშაო ადგილები გაჩნდა, როგორიც მანამდე არ არსებობდა… ხალხი განსაკუთრებულ ადამიანებს ეძებს, რომლებიც ისეთ რაღაცებს აკეთებენ, რაც კომპიუტერიზებული მასის წინააღმდეგაა’’ – Sarah Mower, მოდის ჟურნალისტი, ვოგის ერთ-ერთი რედაქტორი.

‘’გატაცებული იყავი. იცოდე შენი საქმე. თვალებით იყურე და არა ტელეფონით. სხვებს მოუსმინე, მაგრამ მათ აზრებს ნუ გაითვალისწინებ. მოდის გარდა ყველაფერზე იკითხე. ტელევიზიას უყურე. ადრე დაიძინეთ. წვეულებაზე ნუ წახვალ, თუ მართლა არ გინდა. ხალხს ელაპარაკე. გთხოვ და მადლობა ხშირად თქვი. არასოდეს იფიქრო რომ სხვაზე უკეთესი ან რამით ნაკლები ხარ. არასოდეს შეგრცხვეს, თუ საიდან მოდიხარ. მიიღე ყურადღება. იცინე და იტირე. ყველაფერი სერიოზულად მიიღე, მაგრამ არა ძალიან სერიოზულად. ზედმეტი დახარჯე. ნაკლები ტანსაცმელი იქონიე. ზედმეტად მოემზადე. შენი წილი გადაიხადე. საკუთარი თავი განაწყვე. იმუშავე და არ ჩაისვარო’’- ალექანდრ ფიური, მოდის კრიტიკოსი

Sarah Mower and Alexander Fury
Credit: SUZY MENKES/INSTAGRAM

‘’ენები ისწავლეთ და გაზეთები იკითხეთ’’- პენი მარტინი, The Gentlewoman-ის მთავარი რედაქტორი.

‘’როდესაც ადამიანები მოდაში პირველ ნაბიჯებს დგამენ, ცდილობენ თავიანთი უფროსები ასიამოვნონ და სტატუს-კვოს მიყვებიან. ასე სიახლე ვერ მოხდება, სიახლე კი ძალიან საჭიროა. თუ რაღაცები სწორად არ მიგაჩნია, აღნიშნე! თუ სისტემაში რამით უკმაყოფილო ხარ, იფიქრე იმ გზებზე, რომლებითაც რაიმეს შეცვლი! ყოველთვის უცნაურად მეჩვენებოდა, რომ ინდუსტრია, რომელიც ყოველთვის სიახლითა და განვითარებით ამაყობს, რაღაც მხრივ ძალიან ჩარჩენილია. იმ ეპოქაში ვცხოვრობთ, როდესაც ყველას შეუძლია პლატფორმის ქონა და იმპულსის გამოწვევა. ბოლო 5 წლის განმავლობაში სოციალური ქსელების საშუალებით ვხედავთ ბრენდები პასუხს სცემენ და ისმენენ რასაც ხალხი ამბობს. ახლა მართლა ის დროა, როდესაც რაღაცების საკეთებლად ახალი გზები უნდა გამოვძებნოთ, ეხება ეს ეკოლოგიურ მდგრადობას, კულტურულ მრავალფეროვნებას თუ საზოგადოების მართვას’’ – Susie Lau, მოდის ჟურნალისტი

‘’ჩემი რჩევა იქნება მხოლოდ ის გადაიღოთ, რაც მართლა გიყვართ, სიგიჟემდე, ღრმად გიყვართ’’- ტიმ უოლკერი, ფოტოგრაფი

Alexander McQueen By Tim Walker
Ph: thewhitereview

‘’არასოდეს მიიღოთ არა პასუხად. ყველაფერი შესაძლებელია, ეცადეთ ეს ‘’არა’’ ‘’კიდ’’ გარდაქმნათ. შეუპოვრობა მართლა მოქმედებს. ხალხს ყოველთვის თავაზიანად მოექეცით, ყველას ისე უნდა ექცეოდე, როგორც შენ გინდა, რომ მოგექცნენ. დაიმახსოვრე, რომ ყოველთვის შეგიძლია სხვისგან სწავლა, ამიტომ ყოველთვის უსმინე. არასოდეს მიიღო საჩუქრად მოდის არაჩვეულებრივი ინდუსტრიაში მუშაობა, ძალიან იღბლიანები ვართ, რომ  სხვა ადამიანების და ერთმანეთის კრეატიულობისა და ხედვის აღნიშვნა შეგვიძლია’’ – Sophia Neophitou, 10 magazine-ის მთავარი რედაქტორი

‘’ინტერნობის და გამოცდილების დიდად არ მჯერა, პირიქით, ვთვლი, რომ ახალი თაობისგან ჩვენ უნდა ვისწავლოთ და არა პირიქით. უფროსების მოსმენით ბევრს ვერაფერს მიაღწევთ! ერთი რამ კი ცხადია, მარტო ამას ვერ შეძლებ, ამიტომ მოძებნეთ ის, ვინც შთაგაგონებთ და დააკვირდით რა შეგიძლიათ შესთავაზოთ სხვებს’’ – Alastair McKimm, სტილისტი

’მოდაში რომ მოხვდე შენი ნდობით აღჭურვილი გუნდი უნდა გყავდეს- ოჯახის მსგავსად. მარტო არავინ უნდა იყოს და შემდეგ… დარწმუნდით, რომ ყველაფერს ამოწმებთ!’’ – ენტონი ვაკარელო, სან ლორანის კრეატიული ხელმძღვანელი

YSL By Anthony Vaccarello

‘’ხალხი ილაპარაკებს, შენს იდეებსა და გადაწყვეტილებებს განსჯიან. კარგი და ცუდი მრჩეველებიც გეყოლება. ენდე საკუთარ ინსტიქტებს, მოუსმინე რას ამბობენ ის ადამიანები, რომლებსაც ენდობი და შემდეგ მიიღე გადაწყვეტილება. ხანდახან გამოსადეგია, როდესაც იდეებს იმ ადამიანებს უზიარებ, რომლებისაც გჯერა და ინდუსტრიაში არ მუშაობენ. წარმოუდგენელია როგორი ახალი შეხედულებები შეიძლება მოისმინო იმ ადამიანებისგან, რომლებიც ამ სფეროში ჩართულნი არ არიან’’ – დონატელა ვერსაჩე

‘’მხოლოდ მოდის დიზაინზე არ არის. ხალხთან ურთიეთობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან გჭირდება საკუთარი სახელი დაიმკვირდო’’ – სტივენ ჯონსი

‘’ხალხს კარგად მოექეცი, იმუშავე და მოუსმინე შენს ინსტიქტებს, მიუხედავად იმისა, რომ ყველა სხვა მიმართულებით მიდის’’- Katie Hillier, Hillier Bartley -ის დიზაინერი

‘’მოდის ინდუსტრია შესაძლოა საშიშიც იყოს, ამიტომ ნებისმიერი შესაძლებლობა გამოიყენეთ რომ სხვებისგან ისწავლოთ, არ აქვს მნიშვნელობა განათლებით, ინტერნობით თუ ასისტენტობით მიაღწევთ ამას. როდესაც კარიერაში პირველ ნაბიჯებს უკვე გადაგამთ, თქვენს გარშემო იმ განხრის ექსპერტები შემოიკრიბეთ, რომელსაც აირჩევთ’’ – ვიქტორია ბექჰემი

‘’რჩევა, რომელიც მანუელა პავესიმ (მიუჩია პრადას მარჯვენა ხელი, იტალიური ვოგის სტილისტი და რედაქტორი) მომცა იყო – ‘’არასოდეს წახვიდე კომპრომისზე’’, ვფიქრობ ძალიან კარგი რჩევაა, რადგან ხანდახან ისეთ სიტუაციაში გიწევს ყოფნა, როდესაც ბევრი არჩევნის წინაშე დგახარ, რაც საბოლოოდ ძალიან გღლის’’ – ჯონათან ანდერსონი

J.W Anderson A/W 2019
Collage by Edward Kanarecki.

‘’ყოველთვის ვფიქრობდი და ახლაც მჯერა, დიზაინერი რომ გახდე მოწოდებაა საჭირო. ისეთი გრძნობა უნდა გქონდეს თითქოს შენთვის სხვა არჩევანი არ არის- სხვა შემთხვევაში არავის ვურჩევდი ამ პროფესიას. რთული სამუშაო (არ ვწუწუნებ) – მაგრამ სამუშაომ რომ დაგაკმაყოფილოს ძალიან რთულია – უწყვეტი პროგრესია საჭირო. თავს ყოველთვის უკმაყოფილოდ გრძნობ, რაც კიდევ უფრო მეტ სტიუმლს გაძლევს გასაგრძელებლად – მეტად იმუშავე. თავდაუზოგავად უნდა იშრომო და, რა თქმა უნდა, იღბლიანიც უნდა იყო. რაც უფრო მალე მოხვდები ინდუსტრიაში, მიტ მეტს ისწავლი – მეც სწორედ ასე გავხდი დიზაინერი. რეალური სამყარო გახვედრებს რას აკეთებ – მეტად რეალისტი ხდები შენს მიდგომაში. მოდა გუნდური მუშაობაა – მისი ნაწილი უნდა იყო რომ განვითარდე. იდეები მალევე ამოგეწურება, თუ ზედმეტად საკუთარ თავით იქნები შეპყრობილი’’ – Andreas Kronthaler, ვივიენ ვესტვუდის დიზაინერი

‘’ერთი რამ რასაც ხშირად ვამჩნევ ის არის, რომ ადამიანებმა მოდის ისტორია არ იციან. ვფიქრობ, თუ გინდა რამეში კარგი იყო ამ საგნის შესახებ ყველაფერი უნდა გამოიკვლიო და შეიმეცნო. ჩემი ერთი პროფესორი ჩემს ცოდნას ყოველთვის გამოწვევას უწყობდა. მეუბნებოდა: ‘’ყოველთვის იქნება ვიღაც შენზე ჭკვიანი, ნიჭიერი, ლამაზი და თავდაჯერებული, ამიტომ 10 ნაბიჯით წინ უნდა იყო და თვალები და ყურები ყოველთვის გახსნლი უნდა გქონდეს. შთაგონება ნებისმიერი რამისგან შეიძლება მიიღო, ამიტომ მას გახსნილი უნდა დახვდე’’ – კრისტოფერ კეინი

Vivienne Westwood & Andreas Kronthal
Ph: Getty Images