არტ-ფესტივალი Art Basel შვეიცარიაში, კერძოდ ბაზელში, მაიამიში, ჰონგ-კონგსა და პარიზში იმართება, მასპინძელი ქალაქის სახელოვნებო პროექტების მხარდასაჭერად. რა თქმა უნდა, მოდის ინდუსტრიის წარმომადგენლები, სელებრითები, ბრენდები, დიზაინერები, მოდელები და ა.შ. ფესტივალში მონაწილეობას იღებენ.

პრადამ არტ-ფესტივალის ფარგლებში ელექტრონული მუსიკოსის, რიჩი ჰოუტინის (Plastikman) დახმარებით რეივი მოაწყო. Faena Arena-ზე Plastikman-ის გარდა სეტები ჰქონდათ სხვა დიჯეებსაც – DJ Ela Minus, Sofia Gabanna, Slim Soledad, Chernobyl, Paola Olea, Juan David Figueroa, QUALIA.AV, იგივე Adrián Lex და Ginger Leig, იგივე SYNTHESTRUCT. რაც შეეხება სტუმრებს, მათ შორის ეიზა გონსალესი, მაია ჰოუკი, ჰეილი სტეინფილდი და სხვა ცნობილი ადამიანები იყვნენ.


Balmain-მა Villa Balmain-ში “ვირტუალური რეალობის საღამო” მოაწყო, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ ბრენდის მიერ შექმნილ ვირტუალურ სამყაროში ემოგზაურათ. სტუმრებს შორის აღსანიშნავია სუპერმოდელი კაროლინა კურკოვა, რომელსაც მოდურ ივენთებზე ხშირად არ ვხედავთ.


მადონას საკულტო Sex Book-ის გამოცემის 30 წლისთავზე, მომღერალი წიგნის ახალი ვერსიას გამოსცემს. ამის აღსანიშნად Saint Laurent-მა და ენტონი ვაკარელომ არტ-ფესტივალის ფარგლებში წვეულება და მადონას არქივული ფოტოგამოფენა მოაწყვეს. წვეულებაზე მადონასა და ვაკარელოს გარდა დიზაინერების სხვა მუზებიც იყვნენ – ზოი კრავიცი, ალეკ ვეკი, ანია რუბიკი, ჰეილი ბიბერი, ასევე ემანუელ ალტი, რაფ სიმონსი, მადონას შვილები ლოურდეს ლეონი და როკო რიჩი.


Nike-მა Rubell Museum-ში ვირჯილ აბლოს ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გამართა. Virgil Abloh: The Codes c/o Architecture – გამოფენას თავად დიზაინერის მეუღლე შენონ აბლოც ეწვია, ასევე სტუმართა შორის დიზაინერი რიკარდო ტიშიც იყო.