ამერიკელმა მოდელმა გრეის ელიზაბეთმა შვილი გააჩინა. ამის შესახებ მან გამომწერებს ინსტაგრამის მეშვეობით ამცნო. გრეისს ორსულობის შესახებ სიახლე არ გაუვრცელებია. 24 წლის გრეისის მეუღლე ნიკოლას კრაუსია, რომელზეც მან გასულ წელს იქორწინა. Victoria’s Secret-ის დედის დღისადმი მიძღვნილი კამპანიისთვის ფოტოები გრეისს კას ბირდმა გადაუღო, მშობიარობამდე ერთი დღით ადრე.
ორსულობაზე და დედობაზე გრეისმა ვოგთან ისაუბრა. “ორსულობის შესახებ ინფორმაცია არ გამივრცელებია. ამან მე და ჩემს მეუღლეს მოგვცა საშუალება დავმტკბარიყავით ორსულობის პერიოდითა და მნიშვნელოვანი მომენტებით.” მან ასევე ისაუბრა იმაზე, თუ როგორ შეეცვალა სილამაზის აღქმა, “ჩემი სხეული და ჯანმრთელობა აბსოლუტურად შეიცვალა, ამან ჩემთვის სილამაზის იდეაც შეცვალა. მქონდა მომენტები, როდესაც არაფერი მეტეოდა და ამას განვიცდიდი, ისევე როგორც კანის დეფორმაციასა და თვალების გარშემო სიმუქეს. თუმცა ახლა ჩემს შვილს თვალებში ვუყურებ და ვხვდები რომ ეს ყველაფერი ჩემი სიძლიერის მაჩვენებელია. სილამაზე სიძლიერეშია და ლამაზია ნებისმიერი ფორმისა და ზომის ადამიანი, ჩემს სხეულზე ყველა ნაწიბური იდეალურია.”
Vogue Paris March 2018 by David Sims Vogue Italia July 2017 by Steven Meisel
გრეისის კარიერა Guess-თან და Victoria’s Secret-თან თანამშრომლობით დაიწყო. 2016 წელს მისი დებიუტი ნიუ-იორკსა და პარიზში შედგა, სადაც ის Diane von Fürstenberg-ისა და მიუ მიუს ჩვენებებზე გამოვიდა. პარიზში ის მიუ მიუს ექსკლუზივი გახდა, გრეისი ჩვენებისთვის თავად მიუჩია პრადამ შეარჩია. გრეისს დამშვენებული აქვს ფრანგული და იტალიური ვოგის ყდები, 2018 წლიდან კი Estée Lauder-ის ერთ-ერთი სახეა.