1 თვე, 4 ქვეყანა, ორასამდე მოდური ღონისძიება, 2019 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონი დასრულდა. ახალბედა მოდელებიდან არაჩვეულებრივი შედეგი აჩვენეს ჟიზელ ნორმანმა და რებეკა ლონგენდუკმა. ჟიზელი 38 ჩვენებაზე გამოვიდა,მათ შორის 25 არის ტოპ შოუ. რებეკა 34 ჩვენებაზე ვიხილეთ, ტოპ შოუ: 28. ჟიზელი ბრიტანეთიდან არის და სადებიუტო გამოსვლა გასულ წელს ჯონათან ანდერსონის ჩვენებაზე ჰქონდა, ლონდონის მოდის კვირეულის ფარგლებში. რებეკა ამერიკელია, მისი დებიუტი შარშან კელვინ კლაინის ჩვენებაზე შედგა, ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე.
Giselle Norman
Rebecca Longendyke
Giselle Norman & Rebecca Longendyke for Michael Kors F/W 19 New York
Vogue Vogue
მსოფლიოს ტოპ 50 მოდელიდან შთამბეჭდავი სეზონი ჰქონდათ: ადუთ აკეჩს, ფრან სამერსს და ანოკ იაის. ადუთმა გახსნა რალფ ლორენის შოუ ნიუ-იორკში, გამოვიდა: ვერსაჩეზე, შანელზე, სან ლორანზე, მარკ ჯეიკობსზე, ჟივანშიზე, მიუ მიუზე, პრადაზე, მოსკინოზე. ადუთი იყო თითქმის ყველა ტოპ შოუზე ნიუ-იორკიდან პარიზის ჩათვლით. მას შემდეგ, რაც ანოკი გახდა მეორე ფერადკანიანი მოდელი,რომელმაც პრადას შოუ გახსნა, გოგონას კარიერა ახალ ეტაპზე გადავიდა. 2 გახსნილი და 4 დახურული ჩვენებით, ანოკ იაი 2019 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონის ერთ-ერთი ვარსკვლავია. ბრიტანული მოდის ახალმა ფავორიტმა გოგონამ გახსნა კარლ ლაგერფელდის ბოლო კოლექციის ჩვენება ფენდიში. ფრან სამერსი ჯამში 26 ტოპ შოუზე ვიხილეთ, საიდანაც სამი დახურა, ხოლო 2 გახსნა.
Adut for Saint Laurent Marc Jacobs Dior
Anok for Alberta Ferreti Closing Tom Ford Opening Valentino
Fran Opening Fendi LV
Chloé
ინსტაგრამის მოდელებში და მდიდარი ოჯახების შვილებში საუკეთესო შედეგი 17 წლის კაია გერბერს აქვს. სინდი კროუფორდის ქალიშვილი ოცამდე ტოპ ჩვენებაზე გამოვიდა.
Kaia for Michael Kors Saint Laurent Prada
2019 წლის შემოდგომა/ზამთარი ძალიან პასიური სეზონი აღმოჩნდა ვიქტორია სეკრეტის გოგონებისთვის. გრეის ელიზაბეტის გარდა, ვიქტორია სეკრეტი არცერთი კონტრაქტიანი მოდელი არ გამოსულა ათამდე ჩვენებაზეც კი, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია. ამერიკელი გრეის ელიზაბეტი ვიქტორია სეკრეტის პინკის ხაზის სახეა. გრეისი 1 თვის განმავლობაში 17 შოუზე გამოვიდა.
Grace for Chanel Brandon Maxwell Zadig & Voltaire